26 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი თეა ბარამიძეა. მათივე ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.
კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ქალი წუხელ გარდაიცვალა.
თეა ბარამიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:
ნაზი ჯანეზაშვილი:
"ვაიმე რა საშინელებაა. რატომ ვითმენთ ხელისუფლების უუნარობას და ადამიანის სიცოცხლის არაფრის ჩაგდებას?!ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?!" განაგრძეთ კითხვა