როგორც ცნობილია, 33 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეშვიდე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. გიგამ ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას 5-რაუნდიანი ბრძოლა მესამე რაუნდში დაუმთავრა. ქართველი სპორტსმენის წარმატების შესახებ დღეს ამერიკული და ქართული პრესა წერს, მის ვიდეოებს კი სოციალურ ქსელში ავრცელებენ. განსაკუთრებით ემოციური იყო გიგას მიმართვა ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ, ქართული სიტყვა ამერიკიდან.
ცნობისათვის, გიგას ოჯახი 6 წელია ამერიკაში ცხოვრობს. თავის დროზე სწორედ მისმა კარიერამ განაპირობა ოჯახის ამერიკაში გადასახლება. მან შემოთავზება მიიღო რამდენიმე ამერიკული სპორტული გუნდიდან და საბოლოო არჩევანი ოჯახმა კალიფორნიაზე შეაჩერა. ამჯერად UFC-ს ოფიციალური ათლეტია. მისი მეუღლე თამუნა გაზაშვილი სასსტუმროების მენეჯმენტ კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. გიგას ორი შვილი ჰყავს, 11 წლის ნიტა და 5 წლის მაქსიმე.
ნიტა უკვე წარმატებული პატარა მსახიობია და გასულ წელს ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. მსახიობობა გოგონას მთავარი გატაცებაა. პოპულარული დის წყალობით, პატარა მაქსიმეც არაერთხელ გამოჩნდა ვიდეორგოლებსა თუ ფილმებში.
გიგა ნიტასაც ავარჯიშებს კიკბოქსინგში.
მეტი გიგას წარმატებული ქალიშვილის შესახებ იხილეთ ინტერვიუში: