"0-დან 4 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ი­ზარ­და" - როგორია დაავადების ასაკობრივი სტატისტიკა აცრილ და აუცრელ პირებში - მშობლები

"0-დან 4 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ი­ზარ­და" - როგორია დაავადების ასაკობრივი სტატისტიკა აცრილ და აუცრელ პირებში

2021-09-02 05:28:09+04:00

ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი არის 30-დან 60 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, მაგ­რამ სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი 70 წლის ზე­მოთ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზე მო­დის, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, 0-დან 4 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ი­ზარ­და.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, 80 წლის ზე­მოთ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 4%-ს შე­ად­გენს. მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის პი­რე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია.

„რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებ­ში გავ­რცე­ლე­ბას, 0-დან 4 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 4%, მთე­ლი ამ შემ­თხვე­ვე­ბის. ბავ­შვებ­ში მო­ი­მა­ტა შემ­თხვე­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, უდი­დე­სი ნა­წი­ლი მა­ინც შემ­თხვე­ვე­ბი­სა, არის მსუ­ბუ­ქი ან სა­შუ­ა­ლო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, თა­ვი­დან იყო გარ­კვე­უ­ლი შიში ამ შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ახლა შე­და­რე­ბით დას­ტა­ბი­ლურ­და ეს ამ­ბა­ვი.

ხან­დაზ­მულ ასაკ­ში, 80 წლის ზე­მოთ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით 4% სრუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა არის ის, რომ ამ ასა­კობ­რი­ვი ჯგუფ­ში, გა­მო­სა­ვა­ლი არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, დიდი ნა­წი­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მო­დის სწო­რედ მა­ღა­ლი ასა­კის პი­რებ­ზე. ამი­ტომ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ახ­ლაც არის ის, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აქ­ცენ­ტი მე­ტად გა­და­ვი­ტა­ნოთ ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის პი­რებ­ზე, რომ მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და ლე­ტა­ლო­ბა შემ­ცირ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კას, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1-ელი მარ­ტი­დან 17 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, ორი დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი­დან, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვდა 0,9% და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და მხო­ლოდ 0.3%-ს. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რილ­თა 98%-ს კი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

„1-ელი მარ­ტი­დან 17 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის 96% ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, უდი­დე­სი ნა­წი­ლი ინ­ფი­ცირ­დე­ბა ის, ვინც აც­რი­ლი არ არის. არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის 97% მოხ­ვდა კლი­ნი­კა­ში, რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პი­რებს, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და 1%-ზე ნაკ­ლებს. ორი დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა შო­რის იყო ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, აქე­დან ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვდა 0,9% და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და მხო­ლოდ 0,3%-ს მა­შინ რო­დე­საც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი პი­რე­ბი­დან არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყო 98%. ეს ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რი არ არის, ჩვენ ყვე­ლას გვეს­მის, რომ ვაქ­ცი­ნას 100%-იანი დაც­ვა არ ექ­ნე­ბა, ამი­ტომ არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, რომ ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პირი და­ინ­ფი­ცირ­და. იყო რამ­დე­ნი­მე გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის, რაც მძი­მე თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის გამო მოხ­და, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე რა­ი­მე მი­ზე­ზით უარი უნდა ვთქვათ. ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი გა­მო­სა­ვა­ლი, ამი­ტომ ვცდი­ლობთ მო­ვიც­ვათ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.