პრემიერის მე-3 ვაჟი - გაბრიელი პირველკლასელია - რა თანხას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი შვილების განათლებაში? - მშობლები

პრემიერის მე-3 ვაჟი - გაბრიელი პირველკლასელია - რა თანხას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი შვილების განათლებაში?

2021-09-03 05:36:26+04:00

"გაბ­რი­ე­ლი პირ­ველ კლას­ში“ - ამ წარ­წე­რით ფო­ტო­ებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რომ პრე­მი­ე­რის ორი შვი­ლი გაკ­ვე­თი­ლებს დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წრე­ბა.

პან­დე­მი­ის გამო უკვე მე­ო­რე წე­ლია, რაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში, დის­ტან­ცი­უ­რად უწევთ სწავ­ლა. კერ­ძო სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში სწავ­ლა უკვე და­ი­წყო. მათ­გან უმ­ცროსკლა­სე­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლო­ბენ, უფ­როსკლა­სე­ლე­ბი კი სკო­ლის მერ­ხებს მი­უს­ხდნენ.

პრე­მი­ერ - მი­ნისტრს ოთხი შვი­ლი ჰყავს. უფ­რო­სი ნი­კო­ლო­ზი, 16 წლის არის, ან­დრია - 11. გაბ­რი­ე­ლი მე­სა­მე შვი­ლია, რო­მე­ლიც წყვილს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, 2015 წელს შე­ე­ძი­ნა. მე­ო­თხე შვი­ლი, გო­გო­ნა, ნინო კი 2016 წელს, რო­დე­საც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დრო­ე­ბით პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­შორ­და.

გაბ­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნათ­ლი­ე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი. განაგრძეთ კითხვა