მათ დღესაც უჭირთ კითხვა, თვლა და თასმების შეკვრაც კი - ვარსკვლავები უჩვეულო პრობლემებით - მშობლები

მათ დღესაც უჭირთ კითხვა, თვლა და თასმების შეკვრაც კი - ვარსკვლავები უჩვეულო პრობლემებით

2021-09-05 16:10:15+04:00

ბევრი მდიდარი და ცნობილი ადამიანი ბავშვობიდან განიცდიდა სწავლისა თუ ქცევის დარღვევებს, რაც გამოიხატება მიღებული ინფორმაციის დამახსოვრებისა და დამუშავების უნარის დაქვეითებაში. ყველასთვის ცნობილმა ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არ არსებობს დაბრკოლება, თუ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ. დისლექსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დისკალკულია, დისპრაქსია... ესაა ჩამონათვალი დიაგნოზებისა, რაც მათ დაუსვეს.

mshoblebi

აღმოჩნდა, რომ ჯადოქარი ჰარი პოტერისთვის ძალიან ბევრი უმარტივესი რამ რთულია. დენიელ რედკლიფი დისპრაქსიას განიცდის, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის უნარის დარღვევით ხასიათდება. მსახიობი იხსენებს, რომ მასწავლებლები ხშირად უბრაზდებოდნენ გაურკვეველი წერის გამო.

mshoblebi

მისივე თქმით, მსუბუქი ფორმის დისპრაქსია აქვს, თუმცა პრობლემები და დისკომფორტი მაინც ექმნება. მაგალითად, უჭირს თასმების შეკვრა.

mshoblebi

ვუპი გოლდბერგი ბავშვობიდან განიცდის დისლექსიას - წერისა და კითხვის უნარის დარღვევას. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა გულწრფელად განაცხადა: "ბავშვობაში მასწავლებლები თვლიდნენ, რომ ზარმაცი და უპასუხისმგებლო ვიყავი. ფიქრობდნენ, რომ მე უბრალოდ არ მინდოდა სწავლა, თუმცა დედაჩემმა მალევე შეამჩნია, რომ ზარმაცი არ ვიყავი. სახელმძღვანელოში ერთი პარაგრაფის წაკითხვაც კი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, ამიტომ პირველივე ჯერზე ვიმახსოვრებდი." - ამბობს ის.

mshoblebi

კარგი მეხსიერების მიუხედავად, სწავლა მაინც ძალიან რთული იყო. ყოველწლიურად გოლდბერგი მაინც ჩამორჩებოდა თანატოლებს, სანამ საბოლოოდ არ მიატოვა სკოლა. "დედა ამ გადაწყვეტილებაში მხარს მიჭერდა. მან მე მომცა ფინანსური რესურსი, რომ ადგილობრივ მუზეუმში ლექციებს დავსწრებოდი. სწორედ ეს იყო ჩემი სასკოლო განათლების ალტერნატივა."- იხსენებს მსახიობი.

mshoblebi

მომღერალი შერი ბევრ სერიოზულ დარღვევას განიცდიდა. კერძოდ, მას გამართულად კითხვა არ შეეძლო. ვერც ანგარიშს ახერხებდა. მას იშვიათი დარღვევა, დისკალკულია, ჰქონდა, რაც არითმეტიკის შესწავლის უნარის შეფერხებას გულისხმობს. ადამიანები, რომლებიც ამ დარღვევას განიცდიან, ვერ ხვდებიან, რომ მაგალითად, მაგიდაზე 3 წიგნი დევს, ვიდრე სათითაოდ არ აიღებენ ხელში და ისე არ დათვლიან.

mshoblebi

"სწრაფად კითხვა არ შემეძლო. ეს იმდენად რთული იყო, ინფორმაციას ვიზეპირებდი, რომ მეორედ წაკითხვა აღარ დამჭირვებოდა. მათემატიკის დავალების შესრულება კი სანსკრიტის გაგებას ნიშნავდა ჩემთვის." - ამბობს მომღერალი საკუთარ ავტობიოგრაფიაში.

უკვე ორი შვილის დედა იყო, საკუთარი დიაგნოზის შესახებ რომ გაიგო. მომღერალმა თავისი ვაჟი სპეციალისტთან მიიყვანა. ბიჭსაც უჭირდა კითხვა. ექიმმა კი გაარკვია, რომ შერიც იმავე პრობლემას განიცდიდა და დიაგნოზის შესახებ სწორედ მაშინ უთხრა.

mshoblebi

სტივენ სპილბერგს დისლექსიის დიაგნოზი 65 წლის ასაკში დაუდგინდა. სკოლაში ის ზარმაც მოსწავლედ ითვლებოდა. თანაკლასელებზე 2 წლით გვიან ისწავლა კითხვა, რის გამოც მას მუდმივად დასცინოდნენ, ამცირებდნენ. ბიჭს სკოლაში წასვლის ეშინოდა.

mshoblebi

სპილბერგმა კოლეჯი საერთოდ მიატოვა, თუმცა იქ მშობლების დაჟინებული თხოვნით, 50 წლის ასაკში დაბრუნდა. როგორც რეჟისორი ამბობს, თავს მსხვერპლად არ გრძნობს, რადგან ყველა ემოცია კინოში გადაიტანა. "ფილმებმა სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნებისგან მიხსნენს, რასაც მშობლების წინაშე განვიცდიდი. ეს იყო ჩემებური ფორმა, გავქცეოდი რეალობას. უნდა ვაღიარო, რომ წარმატებით გამომივიდა." - ამბობს ის.

mshoblebi

ჯასტინ ტიმბერლეიკს ბავშობაში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ჰქონდა. როგორც ის იხსენებს, არასდროს შეეძლო სავახშმოდ სუფრასთან სხვა ადამიანებთან ერთად მჯდარიყო. მისი დაძინება კი მშობლების მთავარი გამოწვევა და თავის ტკივილი იყო. არც სკოლაში გამოირჩეოდა კარგი ქცევითა და სწავლით.

mshoblebi

ჯასტინს მოგვიანებით ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება განგაშის შეგრძნება, თუ თავის ჩვეულ რიტუალს არ ჩაატარებს. მაგალითად, არ დაიბანს ხელს ან ნივთებს არ დააწყობს ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც იყო. მომღერალი აღიარებს, რომ ყოველდღიურად უამრავი სირთულის გადალახვა უწევს.

mshoblebi

ჯეიმი ოლივერმა პირველი წიგნი 38 წლის ასაკში წაიკითხა. ერთ-ერთ თოქ-შოუში როდესაც ჰკითხეს, რომელი წიგნი წაიკითხა ბოლოს, მან გულწრფელად აღიარა, რომ ცხოვრებაში პირველი წიგნი ცოტა ხნის წინ წაიკითხა. ოლივერმა თქვა, რომ დისლექსია აქვს.

mshoblebi

ჯეიმის სკოლის მიღწევები საშუალოზე დაბალი იყო, მაგრამ მან გააკეთა ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა და რაც ყველაზე მეტად უყვარდა - ეს მზარეულობაა.

mshoblebi

რაიან გოსლინგს ბავშვობაში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ჰქონდა. მომავალ მსახიობთან სკოლაში ბევრი არ მეგობრობდა. "ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფილმი იყო "რემბო". ერთხელ, სკოლაში დანები წავიღე და ვაპირებდი კიდეც მათ სროლას. ღმერთის წყალობით, მასწავლებელმა შემაჩერა!" - იხსენებს ის.

mshoblebi

ამ ინცინდენტის შემდეგ, მშობლებმა ბიჭი ფსიქოლოგთან წაიყვანეს, სადაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობის თქმით, ის ძალიან აქტიური იყო და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, რის გამოც მშობლებმა "მიკი მაუსის კლუბში" გააგზავნეს, რომ ენერგია დაეხარჯა.

mshoblebi

ბილ გეიტსი იმდენად ჭკვიანი და წარმატებულია, ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი აქვს. ბავშვობაში სკოლაში პრობლემები ჰქონდა. მასწავლებლები გამუდმებით ურეკავდნენ მის მშობლებს, რათა ქცევის მიზეზი გაეგოთ.

mshoblebi

დარღვევის მიუხედავად, ბილმა შეძლო ჩაებარებინა ჰარვარდის უნივერსიტეტში, შეექმნა უზარმაზარი ბიზნეს-იმპერია და პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო.

mshoblebi

ტომ კრუზი მთელი ბავშვობა ცდილობდა დაემალა, რომ დისლექსია ჰქონდა. კრუზის თქმით, თავს ყოველთვის სულელად თვლიდა. "იმისათვის, რომ ერთი გვერდი წამეკითხა, უზარმაზარი დრო მჭირდებოდა და მაინც ვერაფერს ვიგებდი. ამის გამო მუდმივად განვიცდიდი შფოთვას, მოწყენილობას, იმედგაცრუებასა და ბრაზს." - ამბობს ის.

mshoblebi

სასოწარკვეთილმა ტომმა ბოლოს გადაწყვიტა, რომ რონ ჰაბარდის, საენტოლოგიის ფუძემდებლის, წიგნი "სწავლების ტექნოლოგია" წაიკითხა, სადაც ავტორი დასწავლის მეთოდებსა და სირთულეებზე ყვებოდა. როგორც ჩანს, მომავალი მსახიობისთვის სწორედ ეს გახდა ხსნა და ახლა კრუზი საენტოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მიმდევრად ითვლება.