დაიცავით ეს წესები და არა მხოლოდ მის ნიჭებს გამოავლენთ, არამედ ყველაზე პროგრესული დედა და მეგობარი გახდებით 1. თუ რაიმე გაქვთ გასაკეთებელი მასთან ერთად - მეცადინეობა, რაიმეს სწავლება, ახსნა, წაკითხვა, ვარჯიში, დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ და არა საღამოს. დილით და შუადღისას მას უფრო შეუძლია ყურადღების კონცენტრირება. გაითვალისწინეთ ეს თავისებურება.
2. მეტად მოეფერეთ, აკოცეთ, ჩაეხუტეთ. მისთვის აუცილებელია ამგვარი კონტაქტი. ყოველდღე გაუკეთეთ საერთო მასაჟი, დაუმასაჟეთ ზურგი, რაც ამშვიდებს ბავშვს. საერთოდაც, ხელით შეხება ამშვიდებს ბავშვს.
3. ეცადეთ, ყოველთვის მის გვერდით იყოთ, როცა ხატავს, ძერწავს... ხოლო ბაღში თუ სკოლაში მასწავლებელი გააფრთხილეთ, რომ მეცადინეობის დროს თავისთან ახლოს ჰყავდეს, ყურადღების ქვეშ. ასეთი ბავშვების მშობლებს ფსიქოლოგები იმასაც ეუბნებიან ხოლმე, რომ ჯობს სკოლაში ფანჯარასთან არ ისხდნენ - ასე ყურადღება გაეფანტებათ.
4. დასჯისა და წახალისების მოქნილი სისტემა გამოიყენეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რისთვის უბრაზდებიან და რისთვის აქებენ.
5. ადრეული განვითარების სხვადასხვა მეთოდს გადახედეთ და ერთ-ერთზე შეჩერდით. ასეთი ბავშვი ფიზიკურად და ინტელექტუალურად მეტისმეტად არ უნდა დაიტვირთოს. სხვანაირად არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობას დააზიანებთ, მას სწავლის სურვილსაც გაუქრობთ.
6. ასწავლეთ თამაშ-თამაშით და მოკლე პერიოდებში. ხშირად გაავარჯიშეთ – ჰიპერაქტიურ ბავშვს სჭირდება ამგვარი რამეები.
7. იმსახიობეთ – გარდასახვა ამგვარ ბავშვებთან მნიშვნელოვანია. ითამაშეთ სხვადასხვა როლი დააინტერესეთ. ასე მის ყურადღებას და ინტერესს სადავეებში მოაქცევთ.
8. ნუ მოითხოვთ მეტისმეტად ბევრს და ხშირად შეაქეთ. თუნდაც ჯერ არ გამოსდიოდეს წრეები თუ სწორი ხაზები. მთავარია, ჰქონდეს ამის კეთების სურვილი.
9. გიყვარდეთ ის ყოველთვის, მაშინაც კი, როცა სახლს ყირაზე დააყენებს. ასეთ მომენტებში იმაზე იფიქრეთ, რომ მასზე კი არ ბრაზდებით, არამედ მის საქციელზე. მშვიდად აუხსენით, რა დააშავა. მხოლოდ უსაზღვრო სიყვარული დაეხმარება მას, საკუთარი ძალების ირწმუნოს.
10. მოკლე და მკაფიო ინსტრუქციები მიეცით. მისი მოძრაობითი აქტივობა არ უნდა იყოს უმიზნო.
11. შექებასა და ჯილდოს მომავლისთვის ნუ გადადებთ. თუ შეჰპირდით, შეასრულეთ კიდეც პირობა. მაშინ ისიც ასე მოიქცევა.
12. მიეცით არჩევანის შესაძლებლობა - ნუ მოაქცევთ ჩარჩოებში. ყოველთვის ჰკითხეთ, რისი თამაში უნდა. ყველაფრის ერთად? მაშინ ერთი პირობით: წესრიგის დაცვით.
13. გააფრთხილეთ თქვენი გეგმების შესახებ. სახლის დალაგებას აპირებთ? დახმარება სთხოვეთ და კონკრეტული დავალებები მიეცით.
დაიცავით ეს წესები და არა მხოლოდ მის ნიჭებს გამოავლენთ, არამედ ყველაზე პროგრესული დედა და მეგობარი გახდებით.