ალა პუგაჩოვას 5 ქორწინება, დაავადებები, რომლებსაც წლებია ებრძვის და ახალგაზრდობის საიდუმლო - "ნაოჭები გამიჩნდა და აღარ გავიღიმო?" - მშობლები

ალა პუგაჩოვას 5 ქორწინება, დაავადებები, რომლებსაც წლებია ებრძვის და ახალგაზრდობის საიდუმლო - "ნაოჭები გამიჩნდა და აღარ გავიღიმო?"

2021-09-15 14:26:29+04:00

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, სცენა დატოვა ოფიციალურად და მოსკოვიდან გადასახლდა, თავის პატარა სასახლეში დაბინავდა ოჯახთან ერთად, მაინც სულ ინარჩუნებს აქტუალურობას, მასზე კვლავ საუბრობენ და მისი ოჯახური ამბებიც აინტერესებთ. მშობლიურ რუსეთშიც და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დღემდე ახსოვთ პრიმადონა და მას დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

უკვე 72 წლისაა, თუმცა ახალგაზრდულად გამოიყურება და ტყუპ შვილთანაც ახალგაზრდულად და მხნედ უჭირავს თავი. "აი, ნაოჭები გამიჩნდა თვალების ქვეშ. აღარ გავიღიმო? კი მაგრამ, როგორ? როცა სიხარულით არის სავსე ჩვენი სასახლე. დაე, გაჩნდეს ნაოჭები. არ არის პრობლემა!" - წერს ინსტაგრამზე და ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

mshoblebi

ბავშვობა და ახალგაზრდობა

მისი მშობლები - ზინაიდა ოდეგოვა და ბორის პუგაჩოვი, ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ორივე ნაომარი იყო. 1946 წელს დაქორწინდნენ. 1947 წელს ეყოლათ ვაჟი, რომელიც ავადმყოფობდა და დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპა.

1949 წლის 15 აპრილს გაუჩნდათ მეორე შვილი, რომელსაც მსახიობ ალა ტარასოვას პატივსაცემად ალა დაარქვეს. ერთ წელიწადში კი გაჩნდა ალას უმცროსი ძმა - ევგენი.

mshoblebi
მშობლები

მთელი ბავშვობა ალა მოსკოვში ცხოვრობდა. 5 წლის იყო, როცა მშობლებმა მუსიკალურ სასწავლებელში მიიყვანეს და თითქმის იმავე წელს გამოვიდა პირველად სცენაზე. 5 წლის ასაკიდანვე, ზაფხულობით სოფელში მიჰყავდა დედას და ყოველდღე აიძულებდა, 3 საათი მაინც ემეცადინა ფორტეპიანოზე დაკვრაში.

mshoblebi
პატარა ალა დედასთან და ძმასთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი დედა ჰყავდა, სკოლაში მაინც ახერხებდა ცელქობას და საკმაოდ თავნებაც იყო, საკუთარი თავის დაცვაც შეეძლო და ეზოში მეგობრები და სკოლის ამხანაგები ფელდფებელს (სამხედრო წოდება - რედ.) ეძახდნენ მეტსახელად. 14 წლისამ მოწევაც დაიწყო.

მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა და პროფესიულ განვითარებას სერიოზულად მიჰყო ხელი. უკვე 1966 წელს მომღერალი ნაკლებ ცნობილმა კომპოზიტორმა ვლადიმირ შაინსკიმ იპოვა და რამდენიმე სიმღერა დაწერა მისთვის. რამდენიმე წელიწადში კი სერიოზული წარმატებაც მოვიდა და ალა ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ პერიოდში მას ალტერ-ეგო ჰყავდა, ვინმე ბორის გორბონოსი, რომლის სახითა და სახელით ის სოლოკარიერის დასაწყისში მუსიკას წერდა სიმღერებისთვის.

mshoblebi
ალა პუგაჩოვა გორბონოსის ამპლუაში

mshoblebi

პირადი ცხოვრება და ქორწინებები

პირველ წარმატებებს დაემთხვა ცვლილებები მის პირად ცხოვრებაში. პირველად 1969 წელს იქორწინა ცირკის მსახიობ მიკოლას ორბაკასზე, როელთანაც გაუჩნდა ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე.

mshoblebi

1973 წელს დაშორდა პირველ ქმარს და 1977 წელს დაქორწინდა მეორედ - კინორეჟისორ ალექსანდრ სტეფანოვიჩზე. მასთან 3 წელი იცხოვრა.

შემდეგ იყო მესამე ქორწინება - 1985 წლიდან 1993 წლამდე, პროდიუსერ ევგენი ბოლდინზე.

მეოთხე ქმარი კი ყველასთვის ცნობილი მომღერალი ფილიპ კირკოროვი გახლდათ - მასთან 1994 წლიდან 2005 წლამდე ცხოვრობდა. ფილიპი ალაზე 18 წლით იყო უმცროსი.

mshoblebi
ალას 4 ქმარი

2011 წელს დაქორწინდა მეხუთედ და ალბათ, საბოლოოდ - ტელეწამყვან მაქსიმ გალკინზე, რომელიც მასზე 29 წლით არის უცროსი. 2013 წელს ეყოლათ სუროგატი დედისგან ტყუპი - ლიზა და გარი, რომელთაც სასახლეში ზრდიან და სკოლის გარდა, დამატებით საკმაოდ სერიოზულ განათლებას აძლევენ.

mshoblebi

ჯანმრთელობა

მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან შედარებით მართლაც კარგად გამოიყურება, საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.

2006 წლიდან შაქრიანი დიაბეტით არის ავად. ამავე წელს აღმოაჩნდა სისხლძარღვების და გულის პრობლემა, რის გაოც სისხლძარღვების სტენტირება გაიკეთა (კორონოანგიოპლასტიკა). 2010 წელს გადაიტანა კიდევ ერთი სტენტირება და ამჯერად ოთხი სტენტი ჩაუყენეს. ასევე აქვს სტენოკარდიის დიაგნოზი.

2014 წელს, 52-წლიანი მწეველობის შემდეგ, მოწევას თავი დაანება. ამბობს, რომ ამან გულზე პრობლემები შეუმცირა.

ფაქტია, რომ ასაკის და დაავადებების მიუხედავად, კვლავ მხნედ გამოიყურება და საზოგადოებაში მისი ყოველი გამოჩენა დიდ აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე.

mshoblebi

alt72 წლის ალა პუგაჩოვამ დრო უკან დააბრუნა

alt"გამუდმებით მლანძღავენ იმის გამო, რომ მოხუცი ვარ... დიახ, ვბერდები, მაგრამ დღევანდელი დღით ვცხოვრობ..." - ალა პუგაჩოვა