დისტანციური მუშაობა, სწავლება და ცხოვრება ყველაზე რთული და დამაზიანებელი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის აღმოჩნდა. მხიარული ზაფხულის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით და მთავარი პრობლემაც კვლავ დღის წესრიგშია: როგორ გავართოთ ბავშვები სახლში… პატარებს მალე სწყინდებათ სათამაშოები, უჭირთ მარტო გართობა, ხატვა, ძერწვა თუ გაფერადება და სხვადასხვა მიზეზით ხშირად მშობელი იძულებული ხდება, ბავშვს დიდი დრო გაატერებინოს ეკრანთან.
დღეს გვინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი აქტივობა, რაც გართობასთან ერთად, სხვა ბევრ სარგებლობასაც მოუტანს თქვენს შვილს:
ბატუტი, როგორც სასარგებლო გასართობი ერთხელ მაინც თუ გიხტუნავიათ ბატუტზე, მაშინ კარგად გეცოდინებათ, რამდენად სახალისოა, ჩვენ კი ამ ბლოგში მოგიყვებით, რამდენად სასარგებლო აქტივობაა თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.
ბატუტზე ხტუნვის დროს უმჯობესდება ჟანგბადის ცირკულაცია, რის გამოც ბუნებრივად ხდება ენდორფინის, ბედნიერების ჰორმონის გამოყოფა და ორგანიზმში სტრესის დონე მცირდება, რაზედაც მშობლებმაც არ უნდა თქვან უარი. ბატუტზე ხტუნვის დროს ბავშვები მეტ თავდაჯერებულობას იძენენ, რადგან ერთი ახტომაც კი მათ წარმატებას აგრძნობინებს, რაც გართობის პროცესს კიდევ უფრო სასიმოვნოს და კომფორტულს ხდის.
შესაძლოა ჩვენ არ ვაკვირდებით, მაგრამ ბატუტზე ხტუნვა მოითხოვს კოორდინაციას. როდესაც ბატუტზე ვხტებით, სიმძიმის ცენტრი იცვლება და ჩვენ უნდა მოვახერხოთ კიდურებისა და კუნთების გაკონტროლებით წონასწორობა შევინარჩუნოთ, რაშიც ჩართულია ტვინის ორივე ნახევარსფერო. ეს კი, ბავშვებისთვის ვარჯიშია, ისწავლონ ბალანსის დაცვა, კოორდინაცია და გაიუმჯობესონ მოტორული ფუნქციები. ამასთანავე ხტუნვის დროს შესაძლოა გაიზარდოს ბავშვის ძილის ციკლის პერიოდი და ძილის ხარისხიც კი (გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად). დაგვეთანხმებით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდის პროცესში ვაკონტროლოთ მათი ძვლების სიმკვრივე. ბატუტზე ხტუნვა სასარგებლოა ძვალ-სახსროვანი სისტემის გაუმჯობესებისთვისაც, რადგან ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს. ამას NASA-ის კვლევებიც ადასტურებს და იცოდით, რომ ასტრონავტების საყვარელი სავარჯიშოც ბატუტებია? 2 კვირის განმავლობაში კოსმოსში ყოფნა მათთვის ძვლის მასის 15% -მდე დაკარგვას იწვევს და ძვლოვანი სისტემის აღსადგენად სწორედ ბატუტებს იყენებენ.
ბატუტით გართობა იმუნურ სისტემაზედაც მოქმედებს, რაზედაც მშობლები დიდ ყურადღებას ვამახვილებთ. ხტუნვა ასტიმულირებს შინაგან ორგანოებს, ლიმფურ მიმოქცევას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, რაც იმუნურ სისტემაზე, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს. დღეს ბავშვები გაჯეტებთან დიდ დროს ატარებენ, რასაც დისტანციური სწავლების რეჟიმი ემატება და არ უნდა გამოგვრჩეს ბავშვების ჯდომის/დგომის პოზაზე დაკვირვება. ბატუტზე ხტუნვა, ფაქტობრივად, ზურგის კუნთების ვარჯიშიცაა, რაც ხელს უწყობს სწორი ჯდომის/დგომის პოზის ჩამოყალიბებას. ბატუტის შეძენამდე გაითვალისწინეთ, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის დიდი ზომის ბატუტები სარისკოა, რადგან ამ ასაკამდე ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს ბალანსის დაცვა და დიდი ზომის ბატუტის შემთხვევაში შესაძლოა, არასწორი მოძრაობის გამო დაშავდეს. ამიტომ 6 წლამდე ბავშვებისთვის გირჩევთ შედარებით პატარა დიამეტრის ბატუტს, რომელიც გასართობის გარდა, იგი სავარჯიშო იქნება ბავშვებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ბალანსის დაცვისა და კოორდინაციის გაუმჯობესება.
6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის შეგიძლიათ უფრო თამამად შეარჩიოთ ბატუტის ზომა.
მაღაზია გთავაზობთ ონლაინ განვადებას და ასევე უფასო მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით
იზრუნეთ ბავშვების ჯანსაღ გართობაზე:
პროდუქციის დეტალურად ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე