"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე" - რა თქვა ნიკა კვარაცხელიას დედამ? - მშობლები

"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე" - რა თქვა ნიკა კვარაცხელიას დედამ?

2021-09-18 13:11:54+04:00

22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. მას რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვე­რა­ზე, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ესხნენ თავს და 9 ტყვია ეს­რო­ლეს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნი­კას დედა იზა კვა­რა­ცხე­ლია იტა­ლი­ი­დან შვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. რო­გორც ამ­ბობს, ის შვი­ლის მკვლელს ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ონს. ნი­კას დე­დის სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი და­რე­ჯანნ კვა­რა­ცხე­ლია ავ­რცე­ლებს.

"მი­პა­ტი­ე­ბია ყვე­ლას­თვის, ვპა­ტი­ობ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლებს, ოღონდ დას­რულ­დეს ასე­თი ბო­რო­ტე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ოღონდ ნიკო იყოს უკა­ნას­კნე­ლი მსხვერ­პლი. მე არ ვარ უბე­დუ­რი, მე ბედ­ნი­ე­რი დედა ვარ, რად­გან ნიკო ჩემი შვი­ლია.

უბე­დუ­რია იმ მკვლე­ლის დედა, ვინ­მაც ნი­კოს მკვლე­ლი გა­ზარ­და" - თქვა ჩვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი, მო­მავ­ლის ბი­ჭის ნი­კოს დე­დამ. განაგრძეთ კითხვა