"ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო, ადამიანი "ფაიზერს“ გააფუჭებს?" - თენგიზ ცერცვაძე - მშობლები

"ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო, ადამიანი "ფაიზერს“ გააფუჭებს?" - თენგიზ ცერცვაძე

2021-09-22 17:21:45+04:00

"ფა­ი­ზე­რი“ ფუჭ­დე­ბა, ვადა გას­დის და რას შვრე­ბით, ხალ­ხო! ადა­მი­ა­ნი "ფა­ი­ზერს“ გა­ა­ფუ­ჭებს?! მა­შინ აჩუ­ქებს სხვას, ვი­საც ჩვენ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ვინც ამას გა­მო­ი­ყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ცერ­ცვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მას არ ეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის, რო­მელ­საც ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის და არ იც­რე­ბი­ან.

"ადრე, სა­ნამ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა დაგ­ვი­ან­და და სხვა­თა შო­რის, ისიც დაგ­ვი­ან­და ამ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ უნ­დო­დათ, პირ­და­პირ გა­მო­დი­ოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ: "მე გა­ვი­კე­თებ მხო­ლოდ "ფა­ი­ზერს“ და ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ და­აგ­ვი­ა­ნა შე­მო­ტა­ნა. ახლა, "ფა­ი­ზე­რი“ გვაქვს სწო­რედ ყვე­ლა­ზე მეტი. "ფა­ი­ზე­რი“ ფუჭ­დე­ბა, ვადა გა­უ­დის და რას შვრე­ბით, ხალ­ხო! ადა­მი­ა­ნი "ფა­ი­ზერს“ გა­ა­ფუ­ჭებს?! მა­შინ აჩუ­ქებს სხვას, ვი­საც ჩვენ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ვინც ამას გა­მო­ი­ყე­ნებს. გვაქვს "სი­ნო­ვა­კი“, "სი­ნო­ფარ­მი“ , "ას­ტრა­ზე­ნე­კა“, მი­ვი­ღებთ "ჯონ­სონ და ჯონ­სონს“. მე ვერ გა­ვი­გე, მარ­თლა სა­ბო­ტაჟს აწყობთ?! რას აკე­თებთ?!“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ, სა­კუ­თარ ახ­ლობ­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს წი­რა­ვენ.

მისი თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში რისკ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ 60 წელს ზე­მოთ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი.

"ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია დღეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კი­თხი. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ნი შეშ­თო­ფე­ბუ­ლე­ბი ვართ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პის ერთხანს მა­ტე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რომ დავძლევ­დით პან­დე­მი­ას და მე­ხუ­თე ტალ­ღა აღარ იქ­ნე­ბო­და, ან იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან რბი­ლი, მოხ­და პი­რი­ქით - ბოლო დღე­ებ­ში შემ­ცირ­და ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა რი­ცხვი. კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­იკ­ლო პირ­ვე­ლა­დი აც­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, ეს არის კა­ტას­ტრო­ფა ქვეყ­ნის­თვის. რაც ჩვენ­თან ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვის თავს უწყობს აპო­კა­ლიფსს. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, ეს არის ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი თუ სხვა მო­ტი­ვე­ბი აქვთ - ან არის ცალ­კე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ან ამ­ბი­ცია და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის შე­დე­გი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ზურ­გი აქ­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და თა­ვის ქვეყ­ნას უწყობს სა­ბო­ტაჟს. 13 ათა­სი ვაქ­ცი­ნა დღე­ში არის სა­ბორ­ტა­ჟი თა­ვი­სი თა­ვის მი­მართ, სა­ბო­ტა­ჟი, პირ­ველ რიგ­ში, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი არი­ან 60 წელს და ასე­თე­ბი მგო­ნი ყვე­ლას ჰყავს ოჯახ­ში - ახ­ლობ­ლე­ბი მშობ­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, წი­რა­ვენ ისი­ნი, რო­დე­საც უარს ამ­ბო­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.