მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში დედობის შესახებ წერს:
"როდესაც ნინას დედა გავხდი, 19 წლის ვიყავი... მაშინ რა თქმა უნდა ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა ცხოვრებისეულ გამოწვევას ვეჭიდებოდი, რადგან ირგვლივ ბევრი ადამიანის იმედი მქონდა და ჩემი ძალიან პატარა ასაკიდან გამომდინარე, ძალიან მარტივად ვუყურებდი ყველაფერს. გულწრფელად გეუბნებით, ყველას ვინც ფიქრობს, რომ პატარა ასაკში ბავშვის გაჩენა ნორმალურია, მათ გასაგონად!!!! ეს ყველაზე რთული რამ არის, რაც შეიძლება ცხოვრებამ გარგუნოთ და ამავდროულად ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც შეიძლება ცხოვრების განმავლობაში შეიგრძნოთ. ამ ხნის მანძილზე ვაკვირდები და ვხვდები, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო ვხდები ნინას დედა… და თითოეულ იმ დაკარგულ წამს ვნანობ, რაც მასთან ერთად არ გამიტარებია… მაგრამ პატარა ასაკში ამას ვერ გააკონტროლებ იმიტომ, რომ შენც გინდა მეგობრებთან ერთად გათენება და გართობა, ამას კი მოჰყვება ის სინანული, რასაც დროის დაკარგვა ჰქვია...
მოკლედ, ამხელა ტექსტი იმისთვის დავწერე, რომ მინდოდა მეთქვა, ახლა ყველაზე მეტად ჩემი ცხივრების მანძილზე ვგრძნობ, რომ ვარ დედა, ვაცნობიერებ, რომ ეს სილამაზე და საოცრება ჩემი შვილია, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა, ნინა დადგეს კარგი ადამიანი, იყოს კეთილი და აკეთოს კარგი საქმე, ამას გაცნობიერებას კი აუცილებლად ჩამოყალიბებული აზრივნება და გამოცდილება სჭირდება.
მადლობა სამყაროს, რომ დედობის შეგრძნების და ასეთი საუკეთესო შვილის ყოლის საშუალება მომცა".