"აქ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, არც ტესტი გჭირდება, ბედნიერად ვცხოვრობთ" - რას ჰყვება დანიაში მცხოვრები ქართველი ონკოლოგი? - მშობლები

"აქ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, არც ტესტი გჭირდება, ბედნიერად ვცხოვრობთ" - რას ჰყვება დანიაში მცხოვრები ქართველი ონკოლოგი?

2021-10-23 07:59:06+04:00

დიდი ხანი არ არის, რაც და­ნი­ამ ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მოხ­სნა და ქვე­ყა­ნა ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და. იყო ეჭ­ვე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა გა­ა­მარ­თლებ­და თუ არა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა რომ ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა და ხალ­ხს პირ­ბა­დის არ­სე­ბო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­ვი­წყდა. იქ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ უმ­ძი­მეს ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ონ­კო­ლო­გი ზაზა უჯ­მა­ჯუ­რი­ძე გვე­სა­უბ­რა...

- ბა­ტო­ნო ზაზა, და­ნია იყო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მო­იხ­სნა... რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნამ?

- დიახ, ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა... და­ნი­ა­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ­სად აღარ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. სურ­ვი­ლი თუ ვინ­მეს აქვს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია შე­უძ­ლია ატა­როს... ერ­თა­დერ­თი პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რჩე­ბა მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში, რად­გან აე­რო­პორ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცეა და ათა­სი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირე­ვა...ამის წინ აე­რო­პორ­ტში მოვ­ხვდი და გა­მიკ­ვირ­და ყვე­ლას, რომ პირ­ბა­დე ეკე­თა, მერე გა­მახ­სენ­და რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო. უზარ­მა­ზა­რი სივ­რცე პირ­ბა­დის გა­რე­შე გა­ვი­ა­რე და შე­ნიშ­ვნა არ მო­უ­ცი­ათ. იმ­დე­ნად და­მა­ვი­წყდა პირ­ბა­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, სხვებს რომ ეკე­თათ, მიკ­ვირ­და...

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა, ერ­თმა­ნე­თან ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტი, სა­სურ­ვე­ლია... არა­და და­ნი­ე­ლე­ბი თბი­ლი ხალ­ხია, უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ერი­დე­ბა... ეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თო­რემ მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ნაგ­რძობს ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას. არც ტეს­ტი გჭირ­დე­ბა არ­სად და არც არა­ფე­რი... ეს კი არა, უკვე სა­უ­ბა­რია, რომ აც­რილს თუ კო­ვი­დის სიპ­ტო­მე­ბი აქვს, მას ტეს­ტიც კი არ სჭირ­დე­ბა, რად­გან გა­დამ­დე­ბი აღარ არი­სო. თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე დის­კუ­სია მი­დის...

სრუ­ლი­ად და­ვუბ­რუნ­დით ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბის, 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან აც­რი­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლია და რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­იხ­სნა, და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა სულ ოდ­ნავ მო­ი­მა­ტა... ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

მე უკვე მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა, რომ მე­სა­მე აცრა ჩა­ვი­ტა­რო და ძლივს ვი­პო­ვე ად­გი­ლი, იმ­დე­ნად დიდი მო­თხოვ­ნა იყო... ორ კვი­რა­ში იყო პირ­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია და­უ­ფიქ­რებ­ლად ჩა­ვე­წე­რე... პრი­ო­რი­ტე­ტი ჰქონ­დათ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­ებს და მედ­პერ­სო­ნალს. მე რო­გორც მედ­პერ­სო­ნა­ლი, ადრე გა­მო­მი­ძა­ხეს... ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლას ეტა­პობ­რი­ვად მო­უ­წევს... განაგრძეთ კითხვა