რომელ ასაკში ჯობია პირველი შვილის გაჩენა, თუ ორი ან სამი ბავშვის ყოლას გეგმავთ - დაორსულების შანსები და მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი - მშობლები

რომელ ასაკში ჯობია პირველი შვილის გაჩენა, თუ ორი ან სამი ბავშვის ყოლას გეგმავთ - დაორსულების შანსები და მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი

2021-10-28 09:37:16+04:00

თანამედროვე წყვილები ხშირად წინასწარ გეგმავენ ოჯახის მოწყობას და იმაზეც წინასწარ ფიქრობენ, თუ რამდენი შვილის გაჩენას აპირებენ. ქალები კი, ვინაიდან დიდ ყურადღებას უთმობენ კარიერულ წინსვლას, ბოლო დროს შედარებით გვიან იწყებენ დაოჯახებასა და შვილების გაჩენაზე ფიქრს. მომავალმა მშობლებმა თავიანთი ოჯახის მომავალი რომ უკეთ დაგეგმონ, მეცნიერებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს წყვილებისთვის, თუ რომელ ასაკში უნდა გააჩინონ პირველი შვილი, რომ მომავალში შვილების გაზრდის პროცესი რაც შეიძლება ჰარმონიულად წარიმართოს .

რომელ ასაკამდე შეგიძლიათ „დაიცადოთ“ და პირველი შვილი გააჩინოთ, როცა ერთი, ორი ან სამი და მეტი შვილის ყოლას გეგმავთ.

თუ თქვენს გეგმებში მხოლოდ ერთი შვილის გაჩენაა, აი, როგორია თქვენი შანსები და ყველაზე ოპტიმალური ასაკი:

ბუნებრივი ჩასახვის გზით:

90% — 32 წლის ასაკში 75% — 37 წლის ასაკში 50% — 41 წლის ასაკში ხელოვნური განაყოფიერებით: 90% — 35 წლის ასაკში 75% — 39 წლის ასაკში 50% — 42 წლის ასაკში

რა თქმა უნდა, უფრო ადრეც შესაძლებელია ბავშვის გაჩენა, აქ მოცემულია ის ასაკები, სადამდეც წყვილს შეუძლია არ იჩქაროს. ანუ თუ მხოლოდ ერთი შვილის გაჩენა გსურთ, 32 წლის ასაკშიც ამის 90%-იანი შანსი გაქვთ. ხელოვნური განაყოფიერება კი ამ შანსებს 35 წლამდე გიხანგრძლივებთ.

თუ ორი შვილის გაჩენას აპირებთ, პირველი შვილის გაჩენის რეკომენდებული დრო ასეთია:

ბუნებრივი გზით:

90% — 27 წლის ასაკში 75% — 34 წლის ასაკში 50% — 38 წლის ასაკში

ხელოვნური განაყოფიერებით:

90% — 31 წლის ასაკში 75% — 35 წლის ასაკში 50% — 39 წლის ასაკში ანუ 2 შვილის გაჩენა გსურთ? შანსი უფრო მაღალი იქნება, თუ პირველ ორსულობას 27 წლის ასაკისთვის მოასწრებთ, ხელოვნური განაყოფიერებით კი იგივე შანსები 31 წლამდე გიხანგრძლივდებათ.

თუ თქვენს გეგმებში 3 ან მეტი შვილის გაჩენა შედის, პირველი შვილის გაჩენის შანსები და ოპტიმალური ასაკია:

ბუნებრივი ჩასახვის გზით:

90% — 23 წლის ასაკში 75% — 31 წლის ასაკში 50% — 35 წლის ასაკში

ხელოვნური განაყოფიერებით:

90% — 28 წლის ასაკში 75% — 33 წლის ასაკში 50% — 36 წლის ასაკში ეს ნიშნავს, რომ მას, ვინც მრავალშვილანობაზე ოცნებობს, ორსულობა შედარებით ადრე, 23 წლის ასკისთვის უნდა დაგეგმოს.

ეს გახლავთ 58 ათასი ქალის გამოკითხვისა და ორსულობის ისტორიის საფუძველზე შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციები, რომლებსაც მეცნიერები გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ამ ციფრების გარეშეც შვილების გაჩენა ფერტილობის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია, მითუმეტეს, თანამედროვე მედიცინის პირობებში.