მოცეკვავე მილიონერი ჯანლუკა ვაკი გასულ შემოდგომას პირველად გახდა მამა. მისი შეყვარებული 26 წლის შერონ ფონსეკაა, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ბავშვი ახლა ერთი წლისაა. მისი მშობლები დაქორწინებულები არ არიან, თუმცა, როგორც ჩანს, ერთად ბედნიერად გრძნობენ თავს.

როცა ჯანლუკამ გაიგო, რომ მამა გახდებოდა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ბედმა მშობლებს განსაცდელი არგუნა და გოგონა სასის თანდაყოლილი ნაპრალით დაიბადა.
როდესაც ბავშვი 2 თვის იყო, დეფექტის აღმოსაფხვრელად პირველი ოპერაცია გაუკეთეს. ხოლო ნახევარ წელში კიდევ ერთი რთული ოპერაცია გადაიტანა. ბლუ იერუსალიმა, ასე ჰქვია გოგონას, თავს კარგად გრძნობდა.

"ეს ძალიან რთული დღეები იყო. უყურო უდანაშაულო არსების ტანჯვას - უცუდესი გამოცდილებაა. მაგრამ მან ყველაფერი შეძლო და ვამაყობ, რომ მისი მამა ვარ. არასდროს გავრეცხავ პერანგს, როდესაც ოპერაციის შემდეგ პირველად ხელში ავიყვანე და სისხლი მოეცხო. მინდა, ეს სიმამაცის გაკვეთილი იყო ჩემთვის და შერონისთვის, რაც ჩვენმა გოგონამ გვაჩუქა."- დაწერა ჯანლუკამ სოციალურ ქსელში მაშინ.
ახლა კი პაპარაცებმა მილიონერი ქალიშვილთან სეირნობის დროს პირველად გადაიღეს. ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. მართალია, ჯანლუკა ცოტა დაღლილი ჩანდა, მაგრამ ეს არაა გასაკვირი. ამ ასაკის ბავშვების მშობლებს ხშირად არ სძინავთ და თავისუფალი დროც არ აქვთ ხოლმე.

მოგვიანებით მათ შერონიც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქალიშვილის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.
"ჩვენი ოცნების პრინცესა ხარ. ასე გეძახით მეც და მამაც, რადგანაც შენ ჩვენს სამყაროს ანათებ და საოცარ თავგადასავალს გვაძლევ. ძლიერი, მამაცი კაშკაშა ვარსკვლავი ხარ და ამ ერთ წელიწადში იმდენი მასწავლე, ვიდრე მთელი ცხოვრება დამიგროვებია. სამუდამოდ მეყვარები, გილოცავ დაბადების დღეს."- ასე მიულოცა შერონმა ქალიშვილს დაბადების დღე სოციალურ ქსელში.
