არაერთი მეცნიერული კვლევა ჩატარებულა, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს დაბადებიდან უნივერსიტეტში მოწყობის ეტაპამდე აკვირდებოდნენ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გონების გასავითარებელი თამაშები და მეცადინეობები ბავშვს ახალი ცოდნის ათვისებას უადვილებს. სამაგიეროდ ამით ბავშვი უფრო ჭკვიანი ვერ გახდება.
არაერთი მეცნიერული კვლევა ჩატარებულა, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს დაბადებიდან უნივერსიტეტში მოწყობის ეტაპამდე აკვირდებოდნენ. დასკვნა ყველგან ერთნაირია - ნიჭი, საყვარელი წიგნები და ინტერესები, აღზრდის მეთოდების შედეგად თითქმის არ იცვლება.
ერთადერთი, რასაც ადამიანის გენეტიკურ ინტელექტზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, ესაა შიმშილი, სერიოზული დაავადება, უახლოესი და შეუცვლელი ადამიანის გარდაცვალება. ეს ფაქტორები არ აძლევს ადამიანს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს თავისი გონებრივი შესაძლებლობები.
ბავშვს შეიძლება 3 წლის ასაკში ასწავლოთ წერა-კითხვა, დაამახსოვრებინოთ უამრავი ინფორმაცია, მაგრამ მისი გონება მაინც "საკუთარი პროგრამით" განვითარდება. ამით იმის თქმა არ გვსურს, რომ ბავშვის გონების ვარჯიში არაფრის მომცემია. პირიქით, გონების ვარჯიში ბავშვს "აიძულებს" ბოლომდე განავითაროს და გამოავლინოს შესაძლებლობები, თუმცა ამით ის ვერ გახდება მეცნიერი, მუსიკოსი თუ მწერალი. ეს ყველაფერი მის გენეტიკურ კოდში უნდა იდოს.