ხილისა და ბოსტნეულის წვენის 3 რეცეპტი თქვენი შვილების იმუნიტეტის გასაძლიერებლად - მშობლები

ხილისა და ბოსტნეულის წვენის 3 რეცეპტი თქვენი შვილების იმუნიტეტის გასაძლიერებლად

2021-11-11 07:52:24+04:00

ყველა მშობელმა კარგად იცის, რამდენად რთულია შვილების გაციებისა და გრიპისგან დაცვა. განსაკუთრებით გვიან შემოდგომასა და ზამთარში, როცა დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად მატულობს. ამასთან ერთად, ამ დროს ბავშვები ღია სივრცეებიდან ბაღებისა და სკოლების დახურულ შენობებში ინაცვლებენ, სადაც კიდევ უფრო მარტივად ვრცელდება ვირუსები.

გაციებისა და გრიპისგან შვილების დაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა მათი იმუნიტეტის გაძლიერებაა, რაც ხილისა და ბოსტნეულის მიღების გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, ბავშვების ნაწილს სულაც არ ეხალისება მათი ხშირად ჭამა.

სწორედ ამიტომ, გაგიზიარებთ 3 ფერადი და გემრიელი წვენის რეცეპტს, რომლის დალევაზე უარის თქმა ბავშვებსაც კი გაუჭირდებათ. მათი დახმარებით შეძლებთ, შვილებს საჭირო დოზით მიაწოდოთ სასარგებლო ნივთიერებები და ვიტამინები და მოამზადოთ ისინი ყველაზე რთული სეზონისთვის.

მაშ ასე, დაგჭირდებათ მხოლოდ წვენსაწური და რამდენიმე წუთი.

mshoblebi

ჭარხლისა და სტაფილოს წვენი

ინგრედიენტები:

½ ჭარხალი 2 სტაფილო 1 ვაშლი ½ წყალი 1 ჩაის კოვზი თაფლი (სურვილის შემთხვევაში) 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (სურვილის შემთხვევაში) გაფცქვენით ვაშლი, ჭარხალი და სტაფილო და დაწურეთ წვენსაწურით. დაუმატეთ წყალი და, სურვილის შემთხვევაში, თაფლი და ლიმონის წვენი.

მიიღებთ ვიტამინებით გაჯერებულ წვენს, რომელიც თქვენს შვილს არა მხოლოდ იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება, არამედ ხელს შეუწყობს მისი სხეულის ზრდასა და გაჯანსაღებას.

mshoblebi

მწვანე ხილისა და ბოსტნეულის წვენი

ინგრედიენტები:

1 კიტრი 1 მსხალი 2 მწვანე ვაშლი 1-2 კივი 1 კონა ოხრახუში 1 ჩაის კოვზი ლაიმის წვენი (სურვილის შემთხვევაში) მოათავსეთ გაფცქვნილი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი წვენსაწურში. სურვილის შემთხვევაში, მიღებულ მასას დაუმატეთ წყალი და ლაიმის წვენი.

ხილისა და ბოსტნეულის ეს წვენი, თქვენი შვილების ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ვიტამინებით მოამარაგებს და ბაქტერიებთან ეფექტიანად ბრძოლაში დაეხმარება.

mshoblebi

სტაფილოსა და ფორთოხლის წვენი

ინგრედიენტები:

2 სტაფილო 1 ფორთოხალი 1-2 ვაშლი ½ ჩაის კოვზი გამხმარი ჯინჯერი 1 ჩაის კოვზი კურკუმა გაფცქვნილი ხილი და ბოსტნეული დავწუროთ წვენსაწურში. მიღებულ მასას დავუმატოთ გამხმარი ჯინჯერი და კურკუმა.

ფორთოხლისა და სტაფილოს გარდა, ამ წვენში არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯინჯერი და კურკუმა. ჯინჯერს აქვს ანტიმიკრობული მოქმედება, კურკუმა კი სავსეა ნივთიერება კურკუმინით, რომელიც ორგანიზმს ინფექციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ეს წვენი დაავადების შემთხვევაშიც დაეხმარება თქვენს შვილს სიმპტომების შემსუბუქებასა და სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

თუკი, წვენსაწურის შეძენას ან მისი ახლით ჩანაცვლებას გეგმავთ, გირჩევთ არჩევანი მიდეას წვენსაწურზე შეაჩეროთ. ამ მძლავრი მოდელის დახმარებით შეძლებთ ერთნაირად მარტივად დაწუროთ წვენი როგორც რბილი, ისე მაგარი ხილისა და ბოსტნეულისგან. ამასთან ერთად, მიიღებთ თანაბარ მასას და გექნებათ წვენის მინიმალური დანაკარგი.

მიდეას წვენსაწურის დახმარებით, დაამზადებთ ფაფისებრ მასასაც და ხილის ნაყინსაც. ეს კი დაგეხმარებათ კიდევ უფრო მარტივად მოხიბლოთ თქვენი შვილები და მათ სასარგებლო პროდუქტები შეაყვაროთ.

(R)