ნუცა ციმაკურიძე გათხოვდა - "მინდა, ხალხმა მეც ისე შემიყვაროს, როგორც მამა უყვარდათ" - მშობლები

ნუცა ციმაკურიძე გათხოვდა - "მინდა, ხალხმა მეც ისე შემიყვაროს, როგორც მამა უყვარდათ"

2021-11-12 18:47:42+04:00

ნუცა ციმაკურიძე მუსიკალურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. თავადაც ადრეული ასაკიდან მღერის. ამჟამად მომღერალი ავსტრიაში იმყოფება, სადაც ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა. ახლახან, შემოდგომაზე მის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა...

- ამჟამად ვენაში იმყოფებით, სადაც სასწავლებლად გაემგზავრეთ. უფრო კონკრეტულად მოგვიყევით ამ წლებზე.

- ჩემი პირველი ვიზიტი ვენაში გაცვლითი პროგრამის წყალობით, 2017 წელს განხორციელდა. ერთი წელი როგორც "ერასმუსის" სტუდენტი, ისე ვსწავლობდი. მეოთხე, დამამთავრებელ კურსზე, საქართველოში დავბრუნდი და ბაკალავრიატი დავასრულე. მიზნად მქონდა, რომ დავბრუნებულიყავი კლასიკური მუსიკის შუაგულში, სადაც ჩემი ოცნებების განხორციელებას შევძლებდი. ეს მიზანი ნახევრად განვახორციელე და როგორც რეგულარული სტუდენტი, ისე დავბრუნდი ვენაში. გამართლების ტოლფასია და ყოველი წუთის, წამის მადლობელი ვარ, რომ დღეს ამ ქალაქში ვცხოვრობ.

- ბავშვობიდან სცენაზე ხართ, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული იყავით. ამჟამად არ აპირებთ რაიმე კონკურსში მონაწილეობას?

- მოგეხსენებათ, თუ რამდენად განსხვავებულია საესტრადო და კლასიკური მუსიკა ერთმანეთისგან, რამდენად შრომატევადი და რთული გზის გავლა გიწევს მანამდე, სანამ "წელში გაიმართები"; სცენაზე მიკროფონით გახვალ თუ მხოლოდ შენი ხმითა და ცოცხალი ინსტრუმენტით, "შეიარაღების გარეშე", ამაში ძალიან დიდი განსხვავებაა. სცენაც სულის სარკეა და რთულია მოიტყუო, ითამაშო. იყო მუსიკოსი, ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს, რომ გრძნობდე, იყო მუსიკალური, სენსიტიური. საჭიროა უდიდესი მოთმინება, დისციპლინა, საკუთარი თავის რწმენა თუ ნება - "მინდა ვიყო საუკეთესო", რაც დამეთანხმებით, ძალიან რთულია და ყოველდღე მოწოდების სიმაღლის შენარჩუნება ადვილი არ არის, განსაკუთრებით იმ სამყაროში, სადაც ცხოვრებას საკუთარი "მეს" აღმოჩენასა და შეგუებაში ატარებს ადამიანი, რაღაც მომენტში კი აანალიზებ, რომ ერთხელ ცხოვრობ და ბევრი დროც არ გაქვს ამ ყველაფრისთვის, ამიტომ დაჩქარებული ტემპებით ვცდილობ რაღაცების მიღწევას - კონკურსები, გამარჯვებები, დიდი სცენები... ვიცი, იოლი არ არის, მაგრამ ადვილი რომ იყოს, ალბათ არც ასეთი დიდი ინტერესი მექნებოდა. იმედია, მალე ავისრულებ ოცნებებს.

- პირველ ეტაპზე მოგიწევდათ დამოუკიდებლად ცხოვრებასთან შეგუება. რა გასწავლათ ამ წლებმა და რა შეიცვალა თქვენში?

- ვიყავი ადამიანი, რომელიც ვარდისფერი სათვალით უყურებდა სამყაროს. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები და სრულიად მარტო ცხოვრება ნამდვილად არ იყო იოლი, მაგრამ ეს რომ არა, უფრო გამიჭირდებოდა მომავალში. ჩემი ოჯახიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე, ირგვლივ ყოველთვის კეთილი, თბილი და მხარში მდგომი ადამიანები მყავდნენ, რაც თავს დაცულად მაგრძნობინებდა, დამოუკიდებლობამ კი ყველაფერს ძალიან სწრაფად მიმახვედრა, გამომაფხიზლა... განაგრძეთ კითხვა