"ვაჟზე ვოცნებობდით, მაგრამ სამი ტყუპი გოგო გაჩნდა..." - წყვილმა 7 შვილი გააჩინა, რომ ბიჭი ჰყოლოდათ - მშობლები

"ვაჟზე ვოცნებობდით, მაგრამ სამი ტყუპი გოგო გაჩნდა..." - წყვილმა 7 შვილი გააჩინა, რომ ბიჭი ჰყოლოდათ

2021-11-15 07:37:20+04:00

მერედიტ მეიტლანდმა 21 წლის წინ ტყუპი გოგონა, გაბრიელა და ჯულია, გააჩინა. მაშინ ის მხოლოდ 19 წლის იყო. მოგვიანებით ქალმა და მისმა ქმარმა გადაწყვიტეს, რომ სრული ბედნიერებისათვის ოჯახში ბიჭი სჭირდებოდათ.

"ვფიქრობდი, ტყუპის დაბადება უბრალოდ სასწაულის შედეგი იყო", - ამბობს მერედიტი. თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილია. როდესაც ქალი 2007 წელს ექოსკოპიაზე მივიდა, აღმოჩნდა, რომ კვლავ ტყუპზე იყო ორსულად. 2008 წლის ივლისში ელზა და ლუსია გაჩდნენ.

"შესაძლოა, სხვები ჩვენს ადგილას გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვაინტერესებდა, როგორი იყო ბიჭის მშობლობა." - ამბობს მერედიტის ქმარი, ბრედი. სამი წლის შემდეგ მერედიტი კვლავ დაორსულდა. ამჯერადაც გოგონას ელოდნენ, თუმცა არა ტყუპს.

mshoblebi

ორი წლის შემდეგ მერედიტი ისევ დაორსულდა. ამჯერად წყვილი დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი გაჩნდებოდა. მათი პროგნოზი გამართლდა, თუმცა ბიჭთან ერთად გოგონაც დაიბადა. ასე გააჩნდა მესამე ტყუპი მათ ოჯახში, ოღონდ ამჯერად ქალ-ვაჟი.

მერედიტი აღიარებს, რომ არასდროს უოცნებია დიდ ოჯახზე. "კიდევ ერთი ტყუპი რომ გაჩნდა, არ დაგიმალავთ და მაშინვე გავიფიქრე, ო, ღმერთო, ისევ ორი კოლეჯი. მაგრამ, არაფრის შეცვლას ვისურვებდი. ამდენი ბავშვის აღზრდა ძალიან სახალისოა. ზოგჯერ ქაოსია, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენს ოჯახში უფრო მეტი სიყვარულია, ვიდრე სირთულეები."- ამბობს ქალი.

mshoblebi

თუმცა, რუტინა რთული და დამღლელია. მისთვის 10-12 გროვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც სამოგზაუროდ მიდიან, არავინ იკარგება, ყველამ იცის საკუთარი საქმე და ადგილი. მერედიტი არც იმას მალავს, რომ მშობიარობის შემდეგ დეპრესიას ებრძოდა და ცუდი დედის კომპლექსთან გამკლავებამაც მოუწია. საბედნიეროდ, მან თავი ყველაფერს კარგად გაართვა და დაწერა წიგნი, მრავალშვილიანი დედის გამოცდილებაზე. კიდევ ერთი "წამალი", რაც მას ბედნიერების შენარჩუნებაში ეხმარება, სირბილი და ფიზიკური აქტივობაა.

ტყუპის გაჩენას ძირითადად გენეტიკა განაპირობებს. ასევე, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტყუპის დაბადებაზე პასუხისმგებელ გენში სპეციალური ცილაა, რომლის არსებობის შემთხვევაში, ტყუპის დაბადების შანსი იზრდება. გარდა ამისა, ბევრი ორსულობა მომავალი დედისთვის ყოველთვის არ არის სასიამოვნო, რადგან პროცესს რისკებიც ახლავს. მაგრამ, ძირითადად ყველაფერი კარგად სრულდება ხოლმე.