"2 წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე... ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღიმებთ ჩემს წარმატებაზე" - ნანას წერილი ბაბუას - გელა ჩარკვიანს - მშობლები

"2 წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე... ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღიმებთ ჩემს წარმატებაზე" - ნანას წერილი ბაბუას - გელა ჩარკვიანს

2021-11-17 08:59:37+04:00

9 ნო­ემ­ბერს 82 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, მწე­რა­ლი, პე­და­გო­გი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გელა ჩარ­კვი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა პა­ტივს სცემ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დიდ დროს ატა­რებ­და ირაკ­ლის ქა­ლიშ­ვილ­თან - ნანა ჩარ­კვი­ან­თან. წლე­ბის წინ, რო­დე­საც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად წა­ვი­და, თან წა­იყ­ვა­ნა პა­ტა­რა ნანა, გო­გო­ნა, რო­მელ­თა­ნაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

გელა ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნანა ჩარ­კვი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­სი სა­ი­ტის მი­სა­მარ­თიგა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ბა­ბუ­ას ვრცელ წე­რილს სწერს და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე გვიყ­ვე­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­ი­ა­რეს...

"გა­გი­მარ­ჯოს გელა,

ბევ­რი წე­რის გამო, შუა თი­თის შიგ­ნი­თა ნა­წი­ლი გე­ბურ­ცე­ბო­და ხოლ­მე. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა, მი­თხა­რი, ეს მშრო­მე­ლი კა­ცის ხე­ლი­აო. მახ­სოვს, რო­გორ მო­მი­ტა­ნე კონ­კი­ას ვარ­დის­ფე­რი ნა­თუ­რე­ბი­ა­ნი ჩე­მო­და­ნი და რო­გორ მეხ­მა­რე­ბო­დი ამ ჩე­მოდ­ნის ჯერ აე­რო­პორ­ტში და მერე "ბე­ი­ქერ სთრით­ზე“ ტა­რე­ბა­ში.

ადაპ­ტი­რე­ბულ ბიბ­ლი­ას წამ­ზო­მით რომ მა­ბეჭ­დი­ნებ­დი? - რამ­დენს ვწუ­წუ­ნებ­დი, მაგ­რამ სულ და­უ­ზა­რებ­ლად მიხ­სნი­დი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ დრო­ში გა­მო­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა სწრა­ფი ბეჭ­ვდის ტექ­ნი­კა. გა­მოც­დებს რომ მი­ტა­რებ­დი, წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ბა­რე­ბი­სას ყო­ველ­თვის მა­ჯილ­დო­ვებ­დი.

დი­ლით კი­დევ 40 წელი ერთი და იგი­ვეს ჭამ­დი. რამ­დენ­ჯე­რაც ვე­ცა­დე, რომ რამე ახა­ლი შე­მო­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ან მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა რამ­დე­ნად უფრო მარ­ტი­ვია ფა­ფის მიკ­რო­ტალ­ღურ­ში მომ­ზა­დე­ბა, მა­ინც ფა­ფის ქვაბ­ში მო­ხარ­შვას ამ­ჯო­ბი­ნებ­დი, უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა სა­უზ­მის­თვის შრო­მაო. ამით ჯან­სა­ღი რუ­ტი­ნის ფასი მას­წავ­ლე.

ნა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე მისი და­ბა­დე­ბის დღე დიდ ზე­ი­მად აქ­ციე. ყვე­ლას ჩვენ-ჩვენ საქ­მეს გვა­ვა­ლებ­დი, რომ ნა­ნას­თვის იდე­ა­ლუ­რი დღე მოგ­ვე­წყო.

სა­დილს ერთ ჭიქა თეთ­რს და ერთ ჭიქა წი­თელს ატან­დი. ღამე თუ გა­გეღ­ვი­ძე­ბო­და და ნა­ხავ­დი, რომ მეც მეღ­ვი­ძა შე­მო­მივ­ლი­დი და მე­ტყო­დი "Early bird catches the worm“ და გაბ­რუნ­დე­ბო­დი სა­ძი­ნე­ბელ­ში.

ეს ის მხა­რე­ე­ე­ბია, რო­მე­ლიც ბევ­რმა არ იცის შენ­ზე, ის მხა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც იმ ჰი­პე­რინ­ტე­ლექ­ტუ­ალ, და­უ­ღა­ლავ, მი­ზან­მი­მარ­თულ და ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს - გელა ჩარ­კვი­ანს ჩემ ბა­ბუ­ად ხდის. ჩემ ბე­დი­ა­ნო­ბა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, მაგ­რამ მე და შენ ბედ­ზე ბევ­რად მეტი გვა­კავ­ში­რებ­და. ისე მოხ­და, რომ ჩემი და შენი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰგავ­და არ­ცერთ სხვას.

მე და შენ თით­ქმის ყო­ველ­დღე ვმე­სი­ჯობ­დით. არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და ბევ­რი დრო და­ვუთ­მეთ შენ­თვის მე­სი­ჯო­ბის სწავ­ლას. მე­უბ­ნე­ბო­დი, "ამა­ში ნამ­დვი­ლად მჯობ­ნი, თაგ­ვო“, მაგ დროს ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის ეს. შენი ყო­ვე­ლი "whats up my little mouse?“ მა­ხა­რებ­და. ყო­ვე­ლი მო­ნა­წე­რი კი, უფრო და უფრო გვა­ახ­ლო­ვებ­და.

რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გიხ­სნებს, რო­გორც მათ გან­მა­ნათ­ლე­ბელს. რა მა­გა­რია, რომ რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი დარ­ჩი ამ­დენ ადა­მი­ანს. მაგ­რამ რა ვქნა და არ შე­მიძ­ლია, რომ გულ­ში არ ჩა­ვი­ცი­ნო. ჩემ­თვის ხომ სულ სხვა დო­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყა­ვი?! ყვე­ლა­ზე მეტი მე და­მი­ტო­ვე. ამ­დე­ნი ბლოკ­ნო­ტი სავ­სე ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ცოდ­ნით, რო­მე­ლიც ჰქმნის ჩემი ცნო­ბი­ე­რის და ქვეც­ნო­ბი­ე­რის ძი­რი­თად ნა­წილს და ამ­დე­ნი მო­გო­ნე­ბა შენი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­დან, რო­მე­ლიც ბევ­რად მე­ტის მომ­ცვე­ლია ვიდ­რე უმე­ტე­სი წიგ­ნი. განაგრძეთ კითხვა

alt"ჩემო ერთადერთო ნამდვილო, უკურნებელო სიყვარულო. მაპატიე, რომ დღესაც ცოცხალი ვარ და არ ვწევარ შენ გვერდით" - გელა ჩარკვიანი