ერთი შეხედვით მარტივი საქმეა - დილას იღვიძებს ბავშვი, უნდა გახადო პიჟამები და ჩააცვა სახლის ტანსაცმელი ან გასასვლელი - ბაღისთვის, სასეირნოდ. თუმცა სინამდვილეში ასე არ ხდება ხოლმე. ბევრ მშობელს აქვს ეს პრობლემა 5-6 წლამდე ბავშვთან. პატარა გაღიზიანებული იღვიძებს, ან ეზარება, ან უბრალოდ არ უნდა იმ წუთას ჩაცმა, ადგომა, პიჟამების გახდა, ან შიშვლად უნდა სირბილი... ტირის, ყვირის, ხელებს აქნევს... და ამ დროს მშობელს ნერვებმა არ უნდა უმტყუნოს და რამენაირად ჩააცვას. არც ისე მარტივი ამოცანაა, ხომ?
გთავაზობთ ფსიქოლოგებისა და გამოცდილი დედების მიერ ნაცად სამ რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ:
თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ერთ დღეს გაჭრას ამან, მეორე დღეს იგივე განმეორდეს. ან აირჩიოს სამოსი, მაგრამ მერე ისევ ატეხოს ისტერიკები, რომ ადგომა არ უნდა ან ჩაცმა არ უნდა. ასე რომ, სხვა რჩევებიც დაგჭირდებათ.
ჩაიცვით ბავშვთან ერთად შეჯიბრებით - ვინ უფრო სწრაფად მოემზადება წარმოიდგინეთ, რომ ჩაცმა ოლიმპიური სპორტის სახეობა და სპორტული კომენტატორივით გაახმოვანეთ პროცესი. ჩართეთ მხიარული მუსიკა და მუსიკის რიტმში ჩააცვით რამე მხიარული გათვლა გაიხსენეთ და დაავალეთ, სანამ მორჩებით გათვლას, მანამდე ჩაიცვას თავისით, როგორ მოასწრებს. დაპირდით ან შეახსენეთ ის, რაც ელოდება ჩაცმის შემდეგ - გასეირნება, ატრაქციონები, მხიარული საუზმე და ა.შ.
ჩაურთეთ მულტფილმი, რომ სანამ აცმევთ, მას უყუროს და გაერთოს. ჩააცვით, სანამ ძინავს და ინსტინქტურად მიჰყვება თქვენს მითითებებს. და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ესეც გაივლის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიხალისე.