ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ძალიან ჭკვიანი და წარმატებული გაიზარდოს, მაგრამ როგორ შეგვიძლია ამის შემოწმება? მენსამ, მსოფლიოში ყველაზე დიდი IQ-ს მქონე ადამიანების უდიდესმა და უძველესმა საზოგადოებამ, შეადგინა ნიშნების სია, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ თქვენი შვილის ინტელექტი აშკარად საშუალოზე მაღალია.
ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრების უნარი - მაგალითად, მისამართების ან ქვეყნების სახელების ძალიან მცირე ასაკში დამახსოვრება შეიძლება მაღალი ინტელექტის მაჩვენებელი იყოს.
თუ თქვენმა შვილმა ისწავლა კითხვა, ლაპარაკი ან სამაგიდო თამაშები უფრო სწრაფად, ვიდრე თანატოლებმა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის განსაკუთრებულია და მაღალი ინტელექტი აქვს.
მანქანების ან თოჯინებისადმი ინტერესი ერთია. მაგრამ, თუ თქვენს შვილს, რომელმაც ლაპარაკიც კი არ იცის კარგად, შეუძლია განასხვავოს მანქანის ერთი მარკა მეორისგან, ან თავად აშენებს ბარბის სახლს, ეს შეიძლება მის არაჩვეულებრივ გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებდეს.
ძალიან ჭკვიანი ბავშვები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ თავიანთი ასაკის თანატოლებთან ურთიერთობით, რადგან მათ არ ესმით, რატომ ვერ ახერხებენ მათსავით თამაშს. ასევე, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ნიჭიერი ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან, ამიტომ ისინი შეიძლება გაბრაზდნენ, თუ თანატოლებმა არ აღიარეს ან დასცინეს.
ცხადია, ეს ჩვილებს არ ეხებათ. თუ სკოლამდელი ან პირველკლასელი კარგად იცნობს ახალ ამბებს და მის ირგვლივ არსებულ სამყაროს, კითხულობს პრესას ან სვამს კითხვებს პოლიტიკაზე, ეს ნიშნავს, რომ ცოდნისკენ ისწრაფვის.

ნიჭიერი ბავშვები შეიძლება წარუმატებლობას ძალიან მძიმედ განიცდიდნენ. პერფექციონისტები არიან და თავიანთი უნარებითა და ცოდნით ამაყობენ. საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებენ და თუ რაღაც ისე არ გამოდის, ძალიან ბრაზდებიან.
ეს შეიძლება იმას ნიშნავს, რომ თქვენს შვილს სურს, ისწავლოს მათგან, ვისაც მასზე უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს. სხვათა შორის, თუ ბავშვს დროის მარტო გატარება, კითხვა და ხელსაქმეობა უყვარს, ეს ასევე მიუთითებს მის არაჩვეულებრივ გონებრივ შესაძლებლობებზე.
თუ თქვენს პატარას უყვარს მთელი დღე ლაპარაკი, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მისი ტვინი აქტიურად მუშაობს და ახალი რაღაცების აღმოჩენას ცდილობს.
"რატომ არის ცა ლურჯი?" ან "როგორ მუშაობს ტელეფონი?" - გაუთავებელი კითხვები შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენი შვილი ცდილობს, გაიგოს მის გარშემო არსებული სამყარო და უფრო მეტი იცოდეს ამის შესახებ.
თუ თქვენს შვილს შეუძლია დამოუკიდებლად მოიფიქროს სასაცილო ხუმრობები ან ნამდვილად ესმის ის იუმორი, რომლის ახსნასაც ფიქრობდით, შესაძლოა ის ბევრად უკეთ ერკვევა მის გარშემო არსებულ სამყაროში, ვიდრე თანატოლები.
თუ თქვენი შვილი კარგად ერკვევა მუსიკაში, ან თუნდაც უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ის ისევე ადვილად დაეუფლება სხვა ინტელექტუალურ საქმიანობას, როგორიცაა, მაგალითად, ახალი ენის შესწავლა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა მეხსიერებას აუმჯობესებს.

ნიჭიერ ბავშვებს შემოქმედებითობის განვითარებული უნარი აქვთ და მოსწონთ, როდესაც პოპულარულ თამაშებში წესებს იფიქრებენ ან არსებულს ცვლიან. ამიტომაც, თუ თქვენი შვილი მოითხოვს, შეცვალოს წესები, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ძალიან ჭკვიანია.
ჩვეულებრივ, ეს ბავშვობაში იშვიათად ხდება. მაგრამ თუ ბავშვი ექსტროვერტული და კომუნიკაბელური - ან, პირიქით, მშვიდი და ინტროვერტულია, შეიძლება ძალიან ჭკვიანი იყოს. პირველ შემთხვევაში მაღალი სოციალური და ემოციური ინტელექტი აქვთ, ხოლო მეორე შემთხვევაში დამოუკიდებლად და ზედმიწევნით სწავლობენ ყველაფერს.