"ოცნებას ნურასდროს მოკლავ გულში..." - ემოციური სიმღერა, რომელიც თემო საჯაიამ ცოლს მიუძღვნა - მშობლები

"ოცნებას ნურასდროს მოკლავ გულში..." - ემოციური სიმღერა, რომელიც თემო საჯაიამ ცოლს მიუძღვნა

2021-12-14 04:55:03+04:00

მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაიასა და მოდელისა და ტელეწამყვანის მარიტა ჯანაშიას სიყვარულის ამბავი ფაქტობრივად მაყურებლების თვალწინ განვითარდა. თემომ მარიტას "პოს-ტივის" ეთერში, გადაცემის წაყვანისას სთხოვა ხელი. მერე წყვილმა იქორწინა და ახლა პატარა ბექას ზრდიან.

საყვარელ მეუღლეს თემომ ემოციური და ძალიან ლამაზი სიმღერა მიუძღვნა, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორიც თავად არის. "მარიტას" - ასე ჰქვია კლიპს, რომელიც გუშინ გამოჩნდა იუთუბზე.

alt„დილით რომ იღვიძებ და ამას ხედავ, რანაირად უნდა ვიყო ცუდ ხასიათზე?!“ - თემო საჯაია ცოლის და შვილის ფოტოს აქვეყნებს