86 წლის მანია ბეგლარაშვილი ძალიან კეთილი და მხიარული ქალბატონია, რომელიც არა მხოლოდ მის შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს უყვართ, არამედ მათ მეგობრებსაც. ზამთარს თბილისში ატარებს ხოლმე შვილიშვილთან, წელიწადის დანარჩენ დროებს კი თავის სოფელში. სწორედ სოფელში მოინახულა ამ ზაფხულს შვილთაშვილის მეგობარმა მარიამ პავლიაშვილმა და როგორც ჩანს, დიდი სითბო დაუტოვეს ერთმანეთს. ეს ამ ვიდეოზეც ჩანს, რომელზეც მათი შეხვედრაა ასახული, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.
ვიდეო ნინო გოგოლაძემ მოგვაწოდა, მანია ბებოს შვილიშვილმა.