ვინ იყო ფეხმძიმე გოგო, რომელიც ქმარმა დანით მოკლა - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი? - მშობლები

ვინ იყო ფეხმძიმე გოგო, რომელიც ქმარმა დანით მოკლა - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი?

2021-12-22 19:14:54+04:00

"მოლოდინით დღეებს ვითვლი ჩემო, დე, სულ მალე ამ ქვეყანას მოხვალ... შენი კანის სურნელი და გემო, ჩემი გულის სიღრმიდანაც მოჩანს... სულ ერთად ვართ, ერთ სხეულში ორნი - ორი გული, ორი სული, სუნთქვა... შენთან ერთად გავიზარდე მგონი, ეს გრძნობა კი ზღაპარია, სულ სხვა... ჩემო შვილო, ჩემო გულის გულო! ჩემს სხეულში მოკამკამე სულო! როგორ ვნატრობ აგიყვანო ხელში, სურვილი და ნატვრა აგისრულო! მოგიყვები სულ ყველაფერს ჩემო... შენი გზები, ჩემს გულზე რომ გადის... ნეტავ, მალე გამითენდეს ის დღე, ჩავისუნთქო სუნი, შენ რომ აგდის", - ასეთი წარწერა აქვს ქეთა კეპულაძის ფეხმძიმობის ფოტოს, რომელიც 2020 წლის 26 მაისით თარიღდება. როგორც ჩანს, გოგონა მოუთმენლად ელოდა პირველი შვილის დაბადებას და მისი პატარა მოევლინა კიდეც ამ ქვეყანას. მისი სიყვარულის ნაყოფი უკვე ერთი წლის არის.

ახლა ქეთა კეპულაძე მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ალბათ იგივე გრძნობით ელოდებოდა მეორე შვილის დაბადებასაც, მაგრამ მოულოდნელად მას მეუღლემ მოუსწრაფა სიცოცხლე. მეუღლემ, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ასე ასათაურებდა ხოლმე - "ჩემი სუნთქვა ხარ".

უმძიმესი ტრაგედია 22 დეკემბერს ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში დატრიალდა. ახალგაზრდა მამაკაცმა 4 თვის ფეხმძიმე მეუღლე სამზარეულოს დანით მოკლა. როგორც ახლობლები ამბობენ, მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. უკვე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი. მოკლული 22 წლის ქეთა კეპულაძე კი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

როგორც ამბობენ, მათი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია დღეს, ამაზე საუბარი ყველას უჭირს. მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. ალბათ სამართალდამცველები დაადგენენ ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზს. დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცველები და კრიმინალისტები ტრაგედიის ადგილას. რა მტკიცებულებები ამოიღო პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან, ჯერჯერობით უცნობია.

წყვილს პატარა ჰყავს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იყო. როგორც ამბობენ, ტრაგედიის დროს სახლში იყო ასევე ბრალდებულის 13 წლის ძმაც. როგორც ახლობლები პირად საუბრებში ამბობენ, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონდა

განაგრძეთ კითხვა