რა ვაჩუქო, რა ჩავიცვა, როგორ მოვრთო სუფრა, რა ტიპის დეკორაციები გამოვიყენო, რა მოვამზადო - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კითხვებისა, რომლებზე ფიქრიც დეკემბრის დასაწყისში იწყება და რომელზე პასუხიც ახალ წლამდე აუცილებლად უნდა გქონდეთ. საქმე რომ გაგიმარტივოთ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, საახალწლო სუფრის გაწყობაზე რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.
ხორცპროდუქტების მიმართულებით არჩევანი „ელპოზოს“ ბრენდის პროდუქციაზე შეაჩერეთ. ეს არის უმაღლესი ხარისხის უგლუტენო ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური ბრენდი, რომლის სრული ასორტიმენტი ინდაურისა და ღორის გაუყინავი ხორცით მზადდება. „ელპოზო“ არის ინოვატორი გარეული შავი ღორის „იბერიკოს“ „მოშინაურებაში“. კომპანია ღორის ამ უნიკალურ ჯიშს ამრავლებს და ისეთ პირობებს უქმნის, როგორც ბუნებრივად ტყეში ექნებოდათ, კვებავს რკოთი და ბალახით. მას აქვს საკუთარი ფერმები და მინდვრები, სადაც ცხოველების საკვებიც თავად მოჰყავთ.
კერძების მოსამზადებლად, ცხობასა და დესერტების გასაკეთებლად გამოიყენეთ უმაღლესი ხარისხის კარაქი. „ევროპროდუქტში“ დანიური ბრენდის, „ლურპაკის“ კარაქის შეძენაა შესაძლებელი, რომლის ექსკლუზიური იმპორტიორიც თავადაა. საახალწლო კერძი იმსახურებს ლურპაკს, ამიტომ ბევრი არ იფიქროთ, როდესაც არჩევანის წინაშე დადგებით.
ყველის დაფა თქვენი საახალწლო სუფრის გამორჩეული ნაწილი იქნება. დაფაზე წარმოადგინეთ ყველის მაქსიმალურად მრავალფეროვანი სახეობები, რომელიც იდეალური იქნება ღვინოსთან მისაყოლებლად. „ევროპროდუქტში“ „ფრიკოს“, „არლას“, „ბაიერლენდის“ და ბევრი სხვა ბრენდის, მსოფლიოში გამორჩეული ყველი იყიდება. შესაბამისად, შეგიძლიათ ახალ წელს, ახალი გემოები აღმოაჩინოთ.
ევროპული ყველის ყველაზე მეტი დასახელება წარმოდგენილია ექსკლუზიურად „ევროპროდუქტში“ და შერჩეულ ბრენდებზე, მოქმედებს საახალწლო ფასდაკლება.
არ დაგავიწყდეთ ტკბილეული! ეს ხომ ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. ხარისხი კი აქაც უმნიშვნელოვანესია. ვისაც შოკოლადი უყვარს, აქ ნამდვილად იპოვის მის საყვარელ გემოს.
Anton Berger - დანიური, პრემიუმ ხაზის შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც გამორჩეულია თავისი დიზაინითა და ხარისხით. ანტონ ბერგის შოკოლადი მზადდება მხო-ლოდ კაკაოს ცხიმის გამოყენებით, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების შერჩევით. Ritter Sport-ის ყოველი გემო ემყარება რჩეულ რძეს, უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვალს, ხილს, კენკრას, სასარგებლო ზეთებს და სანელებლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც დესერტს ანიჭებს განსაკუთრებულ ნოტებს, პიკანტურობას. Mozart Reber-ის შოკოლადის ინსპირაციას წარმოადგენს უგემრიელესი ფისტას მარციპა-ნი, ნუშისა და თხილის ნუგა, რძის კრემი და უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული ნამდვილი შოკოლადი. მისი განუმეორებელი გემო ისეთივე გავრცელებუ-ლი იყო შოკოლადის მოყვარულებს შორის, როგორც მუსიკის მოყვარულებში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკა; სწორედ ეს მსგავსება გახდა „რებერის“ შოკოლადისათვის ცნო-ბილი კომპოზიტორის სახელის მინიჭების მიზეზი. Cachet - 1993 წელს გახდა პირველი შოკოლადის მწარმოებელი, რომელმაც მიიღო ISO 9002 სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს წარმოების ხარისხის მაღალ დონეს. ყველა ფილა იქმნება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, ბელგიური ტრადიციების მიმართ უდიდესი პატივისცემით. „კიმის შოკოლადები“ იყენებს მხოლოდ ნატურალურ არომატებს და 100%-ით ნატურალურ კაკაოს კარაქს (მცენარეული ცხიმის გამოყენების გარეშე). კაშეს ასორტიმენ-ტი მდიდარია ორგანული, ნატურალური და გამორჩეული შოკოლადის ფილებითა და ბომ-ბონერებით. საახალწლო სუფრის სამზადისში არაფერია რთული, თუ იცით, სად შეიძინოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია. თქვენ კი ეს უკვე იცით. უკვე შეგიძლიათ კერძების მომზადებითა და მაგიდის გაწყობით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ და სტუმრებიც გააოცოთ, გემრიელი და ჯანსაღი კერძებით.
რაც შეეხება დიზაინს, 2022 წელი ლურჯი წყლის ვეფხვის წელია. სასურველია მას მინიმალისტურ სტილში თეთრ, ლურჯ, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ფერებში გაწყობილი სუფრით დახვდეთ. გამოიყენეთ თეთრი მაგიდის გადასაფარებლები, ხელსახოცები. შეარჩიეთ ლამაზი სანთლები, მინიმალისტური ბურთები, რომლებიც თქვენს სუფრას სადღესასწაულო ელფერს შესძენს, თუმცა არ გადააჭარბოთ. ვეფხვი ძლიერი და სერიოზული ცხოველია, რომელსაც მისივე ხასიათის შესაბამისი სუფრით უნდა დახვდეთ.
და გახსოვდეთ, საახალწლო განწყობა „ევროპროდუქტიდან“ იწყება!