მთავარ კერძად ქართული საახალწლო სუფრის მშვენებას, საცივს გთავაზობთ, ამჯერად - მეგრულ ვარიანტს. საცივის ამ ვარიანტს არ სჭირდება მოხარშვა, იგი ბულიონის ბაზაზე მზადდება. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ინდაურის, ასევე ქათმისგან. როგორც წესი, სამეგრელოში ამ რიტუალური კერძს მხოლოდ ხელით ამზადებენ, პროცესი რთული და ხანგრძლივია, ამასთან, საჭიროებს სპეციალურ ინვენტარს, რომელიც შეიძლება შინ არ მოგვეპოვებოდეს. ჩვენ შევეცადეთ, შედარებით გაგვემარტივებინა რეცეპტი და ისე შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. გაითვალისწინეთ, სანელებლები მაინც გემოვნების საკითხია და შეგიძლიათ მეტი ან ნაკლები გამოიყენოთ.