კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელიც ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა - მშობლები

კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელიც ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა

2022-01-04 13:35:17+04:00

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, ჩვილი რეანიმაციაში მკურნალობდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ერთი თვის იყო. შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა.