ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობა წონაში მომატებას უჩივის და ბევრის სურვილია, დიეტა რაც შეიძლება მალე დაიცვას, რომ სწრაფად გათავისუფლდეს "აკრეფილი" კალორიებისგან. ასეთ დროს უმეტესობა ექიმსაც მიმართავს.
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა Ambebi.ge- ს ესაუბრება, როგორ მოვიცილოთ ახალ წელს დაგროვილი კილოგრამები, როგორ დავიქვეითოთ შიმშილის გრძნობა და დავუბრუნდეთ ცხოვრების მშვიდ რიტმს.
- საერთოდ, რაც უფრო მეტს ვჭამთ, მეტად გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც ცნობილია, რომ მადას უფრო აღვივებს. შესაბამისად, მოთხოვნილება საკვებისადმი იზრდება.
ორგანიზმში ინსულინის დასაქვეითებელი ქიმიური პრეპარატები არსებობს, თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ინსულინის დონეს აქვეითებს, რაც მადის დაქვეითებაზეც მოქმედებს. ისინი არა მარტო დღესასწაულების შემდგომ პერიოდში უნდა მივიღოთ, ჩვეულებრივ დღეებშიც.
ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი საშუალებაა დარიჩინი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცელულოზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას და პერესტალტიკაზე დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, დარიჩინს აქვს ბევრი დადებითი თვისება: ამცირებს ინსულინის გამომუშავებას, ასევე მოქმედებს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე და ორგანიზმში ხელს უშლის ცხიმის წარმოქმნას, ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი და დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ასევე აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.
- ორივენაირად შეიძლება. რაც მთავარია, არომატულია და მისი ყავაზე ზემოდან მოყრა არ არის ურიგო. შეგვიძლია, დარიჩინს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ დამატკბობლად ნატურალური თაფლი. მიღებული სითხე ლიმნის წვენით გავაჯეროთ, რომ არომატიც მივცეთ. ასევე მნიშვნელოვანია ასეთი კომბინაციაც: ჩაი დარიჩინით, ჯანჯაფილით, ანუ იგივე კოჭათი და ნატურალური თაფლით. მადას ესეც აქვეითებს, რადგანაც ვიცით, ჯანჯაფილს მადის დამაქვეითებელი ეფექტი აქვს, ამასთან, ჯანჯაფილს აქვს უნარი, ორგანიზმს ენერგია იმისთვის შეჰმატოს, რომ თავი სუსტად არ ვიგრძნოთ.
ჯანჯაფილი ჩაიში, ნაყენის სახით უნდა გამოვიყენოთ და არა საკვებ პროდუქტებში. შესაძლებელია 2 ნაჭერი, თხლად დაჭრილი ჯანჯაფილი ერთ ულუფა ჩაიში. მოვათავსებთ ჭიქაში, დავასხამთ წყალს, ჩავაგდებთ დარიჩინის ჩხირს და მის ნაყენს, როგორც ჩაის მივიღებთ. ჩაიში ნაყენსაც შეიძლება დარიჩინი და ჯანჯაფილი იგივე რაოდენობით დავუმატოთ და ასეთი სახით დღის განმავლობაში 1-2 ფინჯანი მივიღოთ.
- ასეთი ბევრი პროდუქტია, მათ შორის, შეგვიძლია განვიხილოთ ყავა. დღეში 2 ფინჯანი უშაქრო ყავა მადის დაქვეითებაში გვეხმარება, ასევე კვლევებით დადგენილია, რომ ის 30 %-ით მეტაბოლიზმს აჩქარებს, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას და სიმაძღრის გრძნობას იწვევს, ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ეს დიეტის დროს, სწორი კვებისას მნიშვნელოვანია. განაგრძეთ კითხვა...