რუსული ინტერნეტგამოცემა woman.ru სტატიას უძღვნის ბერა ივანიშვილის ოჯახს. სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
"გენეტიკური ლატარეა: როგორია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ალბინოსისა და ქართველი მოდელის შვილი
ბერა ივანიშვილმა რა ხანია მოიპოვა ყველაზე ლამაზი ალბინოსი მომღერლის წოდება. შესაძლოა, ის ყველაზე ლამაზი ალბინოსია პლანეტაზე.
27 წლისაა და მის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, თუმცა ამ ბიჭის შემხედვარე, ძნელი დასაჯერებელია. ოდესმე გინახავთ თოვლივით თეთრი ქართველი? თუ არა, მაშინ დატკბით ბერათი. ბუნებამ ის არ დააჯილდოვა მელანინის პიგმენტებით, ბავშვობიდან დაუსვეს ალბინიზმის დიაგნოზი. ასეთი რამის გამო ბევრი კომპლექსდება, თუმცა ბერას შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა. მან არა მხოლოდ იპოვა საკუთარი თავი და გახდა წარმატებული მომღერალი, არამედ პირადი ბედნიერებაც იპოვა. ბუნების სასწაული - სწორედ ასე ამბობენ ხოლმე ამ არტისტზე. ხოლო როდესაც მის ცოლს ხედავენ - ქართველ მოდელ ნანუკა გუდავაძეს, პირველ რიგში ჩნდება შეკითხვა - როგორები იქნებიან ამ წყვილის შვილები?
პასუხი ამ შეკითხვას უკვე აქვს. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა, ერთ წელიწადში კი პირმშო გაჩნდა. ვაჟს ბერუკა დაარქვეს და მშობლები სულაც არ მალავენ მას თაყვანისმცემლებისგან. ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ პატარას არ გადაეცა ალბინიზმი. არადა ბერას ოჯახში ბერა არ არის ერთადერთი, ვისაც ალბინიზმი აქვს. მას ჰყავს უმცროსი ძმა ასეთივე გარეგნობით.
2021 წლის 30 ნოემბერს ბერუკა ორი წლის გახდა და ოჯახმა მემკვიდრის დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა. დღეობაზე მთელი ოჯახი შეიკრიბა, ბებია და ბაბუაც მივიდნენ. მომღერლის მამა ცნობილი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. დედა კი - ეკატერინე ხვედელიძე.
ბიჭუნა აქტიური და დამოუკიდებელი იზრდება. ქერა თმა აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, ასაკის მატებასთან ერთად გაუმუქდება. კიდევ, ბუნებამ ცისფერი თვალებით და მხიარული ხასიათით დააჯილდოვა. ფოტოებზე გამუდმებით იცინის. სასწაულია! ბავშვი უფრო დედას ჰგავს, თუმცა ეს სულაც არ ადარდიანებს მამას. ბერა ივანიშვილი გიჟდება თავის ოჯახზე და ცდილობს, ყოველი თავისუფალი წუთი საყვარელ ცოლ-შვილთან გაატაროს".