ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე პირველ შვილს ელოდება - "ყველაფერი საუკეთესი ჯერ კიდევ წინაა" - მშობლები

ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე პირველ შვილს ელოდება - "ყველაფერი საუკეთესი ჯერ კიდევ წინაა"

2022-01-19 13:12:11+04:00

ქართულ ტელესივრცეს ლამაზი ჟურნალისტები არ აკლია. ერთ-ერთი გამორჩეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი მარიამ ვაშაძე. მარიამი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და სასურველ სარძლოდ ითვლებოდა.

საბოლოოდ მისი გული ვანო ბენიძემ მოიგო. წყვილს ულამაზესი ქორწილი ჰქონდა, თავბრუდამხვევ ფოტოებს აქვეყნებდნენ მალდივებიდან, სადაც თაფლობის თვე გაატარეს.

mshoblebi

ჟურნალი "შინ" მარიამს და ვანოს სახლშიც ეწვია და აღმოჩნდა, რომ მათი საცხოვრებელი ისეთივე დახვეწილი და გემოვნებიანია, როგორებიც მათი მეპარტრონეები არიან - იხილეთ მარიამის ბინა.

mshoblebi

სულ ახლახანს, მარიამა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "ყველაფერი საუკეთესი ჯერ კიდევ წინაა". ფოტოზე ორსული მარიამია, წყვილი პირველ შვილს ელოდება. ამ სიახლეს მეგობრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ, "სამყაროში ყველაზე ლამაზი ორსული ხარ..." - უწერენ კომენტარებში.

mshoblebi

თეკლა ჟვანია