ცნობილი მსახიობი რუსუდან კიკნაძე 76 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას მსახიობის ახლობლები ადასტურებენ.
"თავზარდაცემული ვარ, დღეს დილით ლოს - ანჟელესში, თავის სახლში უცებ გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსიკო კიკნაძე! ჯერ ვერ მოვსულვარ გონზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა! ვისაც შეგიძლიათ დაუნთეთ სანთლები ეკლესიებში და მოიხსენიეთ მისი სული, გთხოვთ", - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანა ღონღაძემ.
რუსუდან კიკნაძე 1946 წლის, 7 მარტს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე"(1966), "ფერისცვალება"(ეკა, 1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(ტატა, 1969), "თვალი პატიოსანი" (მედეა, 1976), "მონანიება"(1984), "ფესვები"(1987), "დანაშაული მოხდა"(1988) და სხვ...
ორი წლის განავლობაში იყო მსახიობ გოგი ხარაბაძის მეუღლე, ჰყავდათ ვაჟი ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე, რომელიც აშშ-ში გარდაიცვალა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი - მატვეი შატცი.
ნანა ღონღაძე:
- რუსიკოს მერვე კლასში დავუმეგობრდი, ორივეს მამები გარდაგვეცვალა და ამან დაგვაახლოვა. ძალიან ლამაზი და მხიარული იყო. მართალია სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობდით, მაგრამ ერთმანეთთან სტუმრად ხშირად მივდიოდით. რუსიკოს დედა - ნინა დეიდა თბილი, ლამაზი ქალბატონი იყო. ლენინგრადელი იყო, მხაზველად მუშაობდა და ქვრივად დარჩენილი 3 ბავშვს მარტო ზრდიდა... შემდეგ ჩვენი გზები საქართველოს მოდელების სახლში გადაიკვეთა, ერთად გამოვდიოდით ჩვენებებზე. საზღვარგარეთ, საერთაშორისო გამოფენებზე ბულგარეთსა და თურქეთში ოთახში ერთად ვცხოვრობდით. თურქეთში მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და რუსიკო მივლიდა, დილაობით ლოგინში მაჭმევდა. განაგრძეთ კითხვა