"22-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ დღეს აღარ ვარ მე­უღ­ლე... მე და ჩემს შვი­ლებს ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა მოგ­ვი­წია" - ცნობილი ტელეწამყვანის ყველაზე რთული ინტერვიუ და დანგრეული ოჯახი - მშობლები

"22-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ დღეს აღარ ვარ მე­უღ­ლე... მე და ჩემს შვი­ლებს ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა მოგ­ვი­წია" - ცნობილი ტელეწამყვანის ყველაზე რთული ინტერვიუ და დანგრეული ოჯახი

2022-02-03 10:11:58+04:00
ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი ის ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მელ­საც ხან ნამ­დვილ ქო­ცად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ხა­ნაც ნა­ცად. ეს კი მის­თვის ობი­ექ­ტუ­რო­ბის მთა­ვა­რი ნი­შა­ნია. რო­გორც თა­ვად ემა აღ­ნიშ­ნავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­შიც ობი­ექ­ტუ­რო­ბა გა­საკ­ვი­რია, მა­ყუ­რე­ბელს ვერ გა­ურ­კვე­ვია, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს მის­თვის ობი­ექ­ტუ­რო­ბას.
ემა ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და და მი­ზანს მი­აღ­წია კი­დეც, თუმ­ცა არ თვლის, რომ უნდა გა­ჩერ­დეს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, აცხა­დებს, რომ ის არის ჯერ დედა და მხო­ლოდ შემ­დეგ - ჟურ­ნა­ლის­ტი. კა­რი­ე­რა­სა და პი­რად­ზე, ახ­ლა­ხან დან­გრე­ულ ოჯახ­სა და მიზ­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც მი­აღ­წია და რომ­ლის­თვი­საც ჯერ არ მი­უღ­წე­ვია, თა­ვად ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გო­რი იყო პა­ტა­რა ემა? რაზე ოც­ნე­ბობ­და, რა იყო მისი ყვე­ლა­ზე დიდი მი­ზა­ნი?


- მო­გო­ნე­ბე­ბი ძა­ლი­ან ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მაქვს. მშობ­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბიც მეხ­მა­რე­ბა ბავ­შვო­ბის დე­ტა­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ში. პა­ტა­რა ემა ძა­ლი­ან მატ­რაკ­ვე­ცა იყო და ზედ­მეტ­სა­ხე­ლად „მი­ყი­დე“ ერ­ქვა. ითხოვ­და ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვას. შე­იძ­ლე­ბა მოს­წო­ნე­ბო­და 40 ზომა მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რომ­ლის ყიდ­ვა­საც ჯი­უ­ტად მო­ი­თხოვ­და.
პა­ტა­რა ემა ძა­ლი­ან ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­და და მა­მას ჰქონ­და ერთი ჟეს­ტუ­რი ნი­შა­ნი, რომ­ლი­თაც მე­უბ­ნე­ბო­და, რომ უნდა გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი. მი­თხრა, ყველ­გან შე­ნიშ­ვნას ვერ მოგ­ცე­მო და რომ გა­ნიშ­ნებ, ესე იგი ბევ­რს ლა­პა­რა­კობ და უნდა გა­ჩუმ­დეო.
მეც და ჩემი ძმაც ყა­ზა­ხეთ­ში და­ვი­ბა­დეთ და იქ რუ­სულ ბაღ­ში დავ­დი­ო­დით, თუმ­ცა სახ­ლში სულ ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით და ამი­ტომ 7 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით, ქარ­თუ­ლა­დაც და რუ­სუ­ლა­დაც გა­მარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით. მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბე­ბი­ას­თან მუხ­რან­ში. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მუხ­რან­ბა­ტო­ნის სა­სახ­ლის ეზო­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ, ესეც იყო ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ პრინ­ცე­სა ვი­ყა­ვი და მე­ზობ­ლე­ბის­თვის კონ­ცერ­ტებს ვა­წყობ­დი. ძა­ლი­ან არ­ტის­ტუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ამავდრო­უ­ლად, მე­ოც­ნე­ბე და იდე­ა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, რაც დღემ­დე შე­მომ­რჩა. სულ მგო­ნია, რომ რა­ღაც შე­უძ­ლე­ბე­ლი უნდა მოხ­დეს. ყვე­ლაფ­რის იმე­დი მაქვს, სულ რომ არა­რე­ა­ლის­ტუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­დეს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, დღეს ისე­თი ხართ, რო­გორ­ზეც პა­ტა­რა ემა ოც­ნე­ბობ­და?

- ნა­წი­ლობ­რივ კი. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი. თუმ­ცა იმ გა­და­სა­ხე­დი­დან ეს ოც­ნე­ბა ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლის­ტუ­რად ჟღერ­და. ყა­ზა­ხე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში არ ვცხოვ­რობ­დით. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში კი ერ­თა­დერ­თი ტე­ლე­ვი­ზია თბი­ლის­ში არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია, წამ­ყვა­ნო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბა. მა­გი­დის ფე­ხით მიკრო­ფო­ნი გა­ვა­კე­თე და მისი დახ­მა­რე­ბით გა­და­ცე­მებს ვდგამ­დი ხოლ­მე. დღეს მარ­თლაც ამიხ­და ეს ოც­ნე­ბა, რაც იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი და ჯი­უ­ტი ვარ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. თუმ­ცა არ ვჩერ­დე­ბი და უფრო და უფრო მეტი მინ­და. სულ ახა­ლი ოც­ნე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი მაქვს. ამი­ტო­მაც არის ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო.


- ვინ არის დღეს ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი?


- ემა პირ­ველ რიგ­ში არის დედა და ძა­ლი­ან ბევრ მო­ვა­ლე­ო­ბა­სა და საქ­მეს ას­რუ­ლებს ამ კუ­თხით. დე­დის შემ­დეგ არის ადა­მი­ა­ნი. ადა­მი­ა­ნო­ბის გამო ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე და­მი­ხუ­ჭავს თვა­ლი და გა­მი­ტა­რე­ბია. სამ­წუ­ხა­როდ, ემა აღარ არის შვი­ლი, რად­გან არც ერთი მშო­ბე­ლი აღარ ჰყავს ცო­ცხა­ლი.
ემა არის ჟურ­ნა­ლის­ტი და ეს ნიშ­ნავს, რომ მისი მა­ყუ­რებ­ლე­ბის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მე­გო­ბა­რია. თი­თო­ე­ულ გა­და­ცე­მას დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ზა­დებ და ამას ყო­ველ­დღი­უ­რად 5-6 სა­ათს ვუთ­მობ. ჩემი მი­ზა­ნია, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რანს მიღ­მა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არ დავ­ტო­ვო.
ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ემა არის მე­გო­ბა­რი. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი დრო მე­გობ­რე­ბის­თვის მრჩე­ბა.
22-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ დღეს აღარ ვარ მე­უღ­ლე და ეს იოლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა.

- გზა­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე მო­სას­ვლე­ლად გა­მო­ი­ა­რეთ, რა იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი?


- მა­მა­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, ვინც მო­ით­მენს, ის მო­ი­გებ­სო. ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, და­ე­ლო­დო დროს, რო­დე­საც შენი შრო­მა და­ფას­დე­ბა. უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბი იმას, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა.

რთუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში გა­დას­ვლა. ეკო­ნო­მი­კა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, წაყ­ვა­ნა­ში, სტუ­მარ­თან ოპო­ნი­რე­ბა­სა და თე­მის გახ­სნა­ში. თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა იყო სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­რო. ამას შე­ვა­და­რებ­დი ღრმა წყალს, სა­დაც ჩე­მით უნდა გა­მე­ცუ­რა. იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რჩე­ვებს მაძ­ლევ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მე ჩე­მით უნდა გა­მეკ­ვა­ლა გზა.

- 22-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს და­შორ­დით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღეთ?


- და­შო­რე­ბის შემ­დეგ მე და ჩემს შვი­ლებს ცალ­კე, ქი­რით გა­დას­ვლა მოგ­ვი­წია. ეს მოხ­და სრუ­ლი ლო­ქ­და­უ­ნის, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პე­რი­ოდ­ში, რაც ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა სახ­ლი, რო­მელ­შიც, გარ­და იმი­სა, რომ ამ­დე­ნი წელი გა­ვა­ტა­რე, ჩემი ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და ენერ­გია ჩავ­დე. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა წინ წა­მო­ი­წევს ხოლ­მე და ბევრ სხვა მო­ლო­დინს თრგუ­ნავს. ამი­ტომ არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ და­მი­ხე­ვია უკან.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მი­ი­ღო და მე და ჩემს შვი­ლებს ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა მოგ­ვი­წია. საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ. ვფიქ­რობ, არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნებს არ უნდა ავი­წყდე­ბო­დეთ, რომ მათ სა­ერ­თო შვი­ლე­ბი ჰყავთ, თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მე ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი ვარ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, კა­რი­ე­რას მი­უ­ძღვის როლი თქვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში?


- კი და უფრო მეტ­საც გე­ტყვით, ლო­მის წვლი­ლი. ვთვლი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა იმუ­შა­ოს სა­კუ­თარ თავ­ზე. მე და ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ კი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ვექ­ტო­რი ავირ­ჩი­ეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ დროს ვუთ­მობ­დი სამ­სა­ხურს, ყო­ველ­თვის კარ­გი დედა ვი­ყა­ვი. არ ვიცი ტი­პუ­რი ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით, რას ნიშ­ნავს კარ­გი მე­უღ­ლე, მაგ­რამ ყო­ველ­თვის კარ­გი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი.

ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა ჯერ არც კი მქონ­და, ჩემ­მა მე­უღ­ლემ ჩემს სა­ხელ­სა და გვარ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ისე­თი მძაფ­რი აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა, რომ მივ­ხვდი, წლე­ბის შემ­დეგ ჩემი საქ­მე პრობ­ლე­მა გახ­დე­ბო­და. მას ჩემს სფე­როს­თან შე­ხე­ბა არ ჰქონ­და და ვერც ხვდე­ბო­და, რამ­დე­ნად ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნად მიყ­ვარ­და.

- ოჯა­ხის დან­გრე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ცაა. თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი და­ო­ჯახ­და. მზად ხართ ბე­ბი­ო­ბის­თვის?


- უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ ამ ამ­ბით. ბავ­შვე­ბი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ბე­ბი­ო­ბის­თვის, რა თქმა უნდა, მზად ვარ. უფრო მე­ტიც, გე­ტყვით, რომ არა მხო­ლოდ ბე­ბი­ო­ბის­თვის, არა­მედ თუ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, კი­დევ ერთხელ დე­დო­ბის­თვი­საც კი მზად ვარ. ისე მიყ­ვარს ბავ­შვე­ბი, რომ შე­მეძ­ლოს, ყვე­ლა ბავ­შვის­თვის გა­ვა­კე­თებ­დი რამე კარ­გს. იხილეთ სრულად