დღეს დილიდან ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვა იყო გია ბაღაშვილისა და მისი ცოლის თაკო ტაბატაძის დაშორების თემაზე. ჟურნალისტების გარკვეული ნაწილისთვის ეს საკითხი დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, თუმცა წყვილი ამ თემაზე საჯაროდ საუბარს გაურბოდა. თაკოს ინსტაგრამზე ახალი მამაკაცის გამოჩენამ კი ყველაფერს ფარდა ახადა. სპანდერა - ასეა ცნობილი ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც გადაღებულ ფოტოები გასაჯაროვდა. თაკო არ საუბრობს ამ თემაზე, არც უარყოფს და არც ადასტურებს მისი პირადი ცხოვრების ამ დეტალს, თუმცა, გიასთან დაშორების საკითხს საკუთარ ფეისბუქ გვერდით გამოეხმაურა:
„მინდა ვუპასუხო უამრავ შეკითხვას, რომელიც სოციალურ ქსელებში დამხვდა.
მე და გია უკვე მესამე წელია, გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება. თუმცა ერთმანეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან, თუმცა გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები“.
თაკოს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და კომენტარებში უწერენ, რომ არაა ვალდებული ვინმეს რამე აუხსნას.
თეკლა ჟვანია
გია ბაღაშვილის პირველი კომენტარი ცოლთან დაშორების შემდეგ - "დიახ, მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ..."