კონსტანტინე მელაძის ქალიშვილი ლია ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ჩნდება შოუბიზნესში. ამჯერად უკრაინულ შოუში წარდგა მაყურებლის წინაშე, "ახალ ხმაში". 17 წლის გოგონას ნამღერით ჟიურის ოთხივე წევრი მოიხიბლა და შემობრუნდა. თუმცა ლია აშკარად არ ელოდა ასეთ რეაქციას და სიმღერის დასრულებაც ვერ მოახერხა, ისე ატირდა.
ლია ბავშვობიდან მღერის და საკუთარი ჯგუფიც კი ჰქონდა, რომელშიც სოლისტად გამოდიოდა. შემოქმედებით ოჯახში გაზრდილს სითამამე არ აკლდა და მამაც უწყობდა ხელს, რომ სიმღერა ჰყვარებოდა.
მელაძე ქალიშვილებთან ერთად
ლია კონსტანტინისა და მისი პირველი ცოლის, იანას შუათა ქალიშვილია. წყვილმა ერთად 19 წელი იცხოვრა და სამი შვილი გაუჩნდათ, მერე კი კონსტანტინმა ოჯახი დაანგრია და ვერა ბრეჟნევა შეირთო ცოლად.