"ბებოს უფრო ჰგავს თუ დედას?" - სოფო ნიჟარაძის გამომწერები პატარა ალისას ბებოს ამსგავსებენ - მშობლები

"ბებოს უფრო ჰგავს თუ დედას?" - სოფო ნიჟარაძის გამომწერები პატარა ალისას ბებოს ამსგავსებენ

2022-02-11 08:36:31+04:00
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ბოლო დრომდე არ ასაჯაროვებდა ქალიშვილის ფოტოებს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლისა და საახალწლო გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ, პატარა ელის მარია ყველამ გაიცნო. ინსტაგრამ-გვერდზე ელისის მორიგი ფოტოს გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოფოს გამომწერები კომპლიმენტებს არ იშურებენ მომღერლის ქალიშვილისთვის და ასევე, ტრადიციულად, ცდილობენ დაადგინონ, ვის ჰგავს უფრო მშობლებიდან. ბევრი აღნიშნავს კომენტარებში, რომ ელისი დედის ასლია, სხვები ამბობენ, რომ მამამისს - მიხეილ სააკაშვილს ჰგავს ძალიან, თუმცა გამომწერების უმრავლესობა ბებოს ამსგავსებს - გიული ალასანიას. 

mshoblebi
mshoblebi
მიხეილ სააკაშვილი ბავშვობაში

mshoblebi
სოფო ნიჟარაძის ბავშვობის ფოტო

mshoblebi