რუსული ესტრადის პრიმადონად წოდებულ 72 წლის ალა პუგაჩოვას, რომელიც ასაკის მიუხედავად მშვენივრად გამოიყურება, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს კვლავაც. რუსეთში ხშირად აღიარებენ, რომ მისი სტილისა და გემოვნების ბევრ ახალგაზრდა ვარსკვლავს შეშურდება. თუმცა კრიტიკოსიც ბევრი ჰყავს, რომლებიც საკმაოდ დიდ ასაკში 27 წლით უმცროს გალკინზე გათხოვების, გვიანი დედობის თუ მარად ახალგაზრდად ყოფნის გამო აკრიტიკებენ ხოლმე.
ამასწინათ სკეპტიკოსებს ასე უპასუხა"დიახ, მოხუცი ვარ... ვბერდები და იმის თქმასაც არ აქვს აზრი, რომ ჩემი სული ახალგაზრდაა... წლებს მოაქვს თავისი... თუმცა მე ვცდილობ ვიცხოვრო დღევანდელი დღით, ყოველი წუთით და წამით..."
ამჯერად ალამ კიდევ ერთი ვიდეომიმართვა ჩაწერა სკეპტიკოსების მისამართით: "ჩემო ძვირფასებო, გამუდმებით მეკითხებიან, რატომ არ ვრეაგირებ ჩემი მისამართით გამოთქმულ უარყოფით გამონათქვამებზე. მე ვიცი ერთი წესი: არ უნდა უპასუხო ბოროტ და უზნეო ადამიანებს. უბრალოდ ბედნიერი უნდა იყო და ისინი ამას ვერ გადაიტანენ".
"ის ნახშირწყლებს მიირთმევს, ჩვენ კი რა გვაქვს?" - ალა პუგაჩოვას დილის დილის მენიუ მეუღლემ გამომწერებს გააცნო
ალა პუგაჩოვას 5 ქორწინება, დაავადებები, რომლებსაც წლებია ებრძვის და ახალგაზრდობის საიდუმლო - "ნაოჭები გამიჩნდა და აღარ გავიღიმო?"