ინფლუენსერების, „იკანათიას“ წყვილს (ნათია წიქარიძე და ირაკლი სტურუა) სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ისინი ბევრისთვის საყვარელი „იუთუბერებიც“ არიან და მათ ვიდეოებს ყოველთვის უამრავი ნახვა აქვს. წყვილი საერთო „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს და სასიამოვნო სიახლეებსაც პირველად სწორედ მათ აცნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას მათი შვილის, ნიცას ფოტოები იმსახურებს.

როგორც ცნობილია, წყვილი მეორე შვილს ელოდება. მათ სქესის გაგების ცერემონია კახეთში მოაწყვეს. წყვილი გამომწერებს ახალ ვიდეოს უზიარებს და წერს, რომ ისინი ვაჟის მშობლები გახდებიან.
გამომწერებმა ბედნიერი მშობლების მიმართ გულთბილი მილოცვები არ დაიშურეს.