„ლაბორატორიის“ წამყვანს, მსახიობ თაკო ცქვიტინიძეს პირდაპირ ეთერში სთხოვეს ხელი. მისი რჩეული ასევე მსახიობი და პოეტი ნიკა ფაიქრიძეა, რომელსაც ჩვენი მკითხველი მისი ემოციური წერილებით იცნობს.
შეყვარებულ წყვილს ბოლო პერიოდში მეგობრები გულშემატკივრობდნენ, ახლა კი მათი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდება.
თაკოსაც და ნიკასაც ჰყავთ შვილები წინა ქორწინებიდან. ბედნიერებას ვუსურვებთ მსახიობების წყვილს.