"ველოდით, რომ თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი... ფულზე ჰყიდით სინდისს..." - ნიკა კვარაცხელიას დედა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების დედებს მიმართავს - მშობლები

"ველოდით, რომ თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი... ფულზე ჰყიდით სინდისს..." - ნიკა კვარაცხელიას დედა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების დედებს მიმართავს

2022-02-17 08:09:12+04:00
ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძე წე­რილს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს მი­ცე­მუ­ლი აქვთ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი მათ "თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით არ აძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მკვლე­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შეც აღი­ა­რონ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი“.

ამას­თან, კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დე­დებს პი­რა­დად მი­მარ­თავს. მისი თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის დას­ჯის მო­თხოვ­ნის ნაც­ვლად, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი აუყ­ვა­ნეს.

"18 თე­ბერ­ვალს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია, მინ­და და­ვარ­ღვიო დუ­მი­ლი და მო­გა­წო­დოთ უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ჩვენ­მა ოჯახ­მა, არა­მედ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის, რომ გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს აქვს აღი­ა­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, მას დე­ტა­ლუ­რად აქვს აღ­წე­რი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ჰყავს დამ­კვე­თიც, დამ­ხმა­რეც და სა­კუ­თარ როლ­ზეც ბევ­რი აქვს ნათ­ქვა­მი. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გორც მისი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბი­დან ვი­ცით. განაგრძეთ კითხვა