ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლის მძიმე ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და ნამდვილ ვარსკვლავად აქცია - მშობლები

ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლის მძიმე ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და ნამდვილ ვარსკვლავად აქცია

2022-02-18 17:42:23+04:00


მასწავლებლებს ნამდვილად შეუძლიათ მოსწავლეების ცხოვრების შეცვლა. მათგან გამორჩეულები კი ახერხებენ, რომ ცხოვრების მთავარ გზამკვლევებად იქცნენ ცხოვრებისგან ხელჩაქნეული ადამიანებისთვის. 
იან რაითი ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული  ვარსკვლავია. ლონდონში კი მძიმე პირობებში იზრდებოდა. მამამ მიატოვა, დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და როგორც თვითონ ამბობს, მშობლებისაგან ერთი თბილი სიტყვაც არ ახსოვს. მის ცხოვრებაში მთავარი როლი ფიზკულტურის მასწავლებელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა პილოტმა სიდნი პიგდენმა ითამაშა. როგორც იანი ამბობს, სწორედ მისტერ პიგდენი იყო პირველი კაცი მის ცხოვრებაში, რომელმაც მასზე დადებითი გავლენა იქონია და ცხოვრების რწმენა შთააგონა.
სკოლის დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგ მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, როცა მასწავლებელი ძალიან მოხუცი, მოსწავლე კი უკვე ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მათი ემოციური შეხვედრის შესახებ ბევრჯერ დაიწერა. 
ატირებული იანი მასწავლებელს ჩაეხუტა და ამბობდა: "არ ვიცი, რა ვთქვა, ვერ ვიჯერებ... მითხრეს, რომ ცოცხალი არ იყავით".
სხვათა შორის, სიდნი პიგდენმა, ყოფილმა სამხედრო პილტმა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საზეიმოდ ბუკინგემის სასახლეს გადაუფრინა, ამბობდა, რომ იანის წარმატება მისთვის უფრო საამაყო იყო, ვიდრე ის ფაქტი, რომ დედოფალმა საზეიმო გადაფრენისთვის აირჩია.
იანი იხსენებდა, რომ სიდნი პიგდენი პირველი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში, რომელმაც აგრძნობინა, რომ რაითის ცხოვრებას ფასი ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო