ჰოლივუდის ვარსკვლავი მილა იოვოვიჩი 46 წლის ასაკში მეოთხე შვილს ელოდება. ჰოლივუდში ბოლო დროს გავრცელებული იყო ჭორი, რომ მილა ელიტურ საღამოებს იმიტომ ვერ ესწრებოდა, რომ გამუდმებული ტოქსიკოზი აწუხებდა. პაპარაცები ყველა ღონისძებაზე ჩასაფრებულნი იყვნენ, რომ ერთ-ერთ პირველებს დაეფიქსირებინათ მუცელწამოზრდილი მომავალი დედა. მილამ კი იმედები გაუცრუა მათ, ყველა შეხვედრა გააუქმა და დროებით ფეხი ამოიკვეთა ყოველგვარი წვეულებიდან თუ საჯარო ღონისძიებიდან.
და აი, რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ ის გამოჩნდა - მომაჯადოებელი ღიმილით და წამოზრდილ მუცელზე დადებული ხელით.

მილა იოვოვიჩის მეოთხე ფეხმძიმობა პრესამ Prada-ს ღონისძიებაზე დააფიქსირა. მსხიობის ნაზი ვარდისფერი კაბა მუცელს ვეღარ მალავდა.
კამერების წინაშე მსახიობი მეუღლესთან, პოლ ანდერსონთან ერთად გამოჩნდა, რომელთანაც 13-წლიანი ქორწინება აკავშირებს. ამბობენ, რომ პრადამ სოლიდური ჩეკი უნდა გამოუწეროს მსახიობს ვარდისფერი კაბისთვის, რომელიც უკვე ყველა ტაბლოიდს ამშვენებს მილას მომაჯადოებელ ღიმილთან ერტად, რომლის მიზეზიც უკვე ყველასთვის ცნობილია.
წყვილს 3 ქალიშვილი უკვე ჰყავს. 14 წლის ევერი, 4 წლის დეშიელი და 2 წლის ოშინი, რომელიც მძიმე პათოლოგიით დაიბადა და ძალიან ანერვიულა მშობლები, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. „შემიძლია მთელი დღე პიჟამათი საწოლში ვიწვე და ჩემს შვილებთან ერთად გავატარო დრო. ეს ჩემთვის სამოთხეა", - აღნიშნა მრავალშვილიანმა დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში.


მილა იოვოვიჩმა ახალშობილი გოგონას დაავადებაზე ისაუბრა - "ჩემი გოგონა ტკივილით ძლიერ დაიტანჯა..."
"დღემდე კოშმარებს ვხედავ ამაზე..." - მილა იოვოვიჩის პირადი ტრაგედია და ვიდეო, რომელმაც მსოფლიოს ქალები აატირა