ელენე ფოჩხუას 18 - წლიანი ქორწინება დაინგრა. მომღერალი მეუღლეს დაშორდა და ამის შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ელენე ამბობს, რომ მას უღალატეს, რაც ერთხელ აპატია, მაგრამ... მომღერლის მეუღლე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი ზარქუა გახლდათ. წლების წინ ელენე "რეიტინგთან“ ამბობდა, რომ დაოჯახებიდან ხუთი წელი პროფესიის გამო შვილი არ გააჩინა.
ელენე ფოჩხუა:"შვილი თავიდანვე ძალიან მინდოდა, მაგრამ კარიერაზე ვფიქრობდი. ერთი პერიოდი მოსკოვში ვაპირებდი წასვლას. მერე იყო "იურმალის" კასტინგი და "ჯეოსტარი" . "ჯეოსტარის" დამთავრების შემდეგ საკითხი დამიყენა ჩემმა ქმარმა, ახლა რაღას იტყვი, შვილი არ გვინდაო? ღვთის წყალობით, 2009 წელს შემეძინა ლიზი. დიდი ფულის პატრონები და მილიონერები არ ვართ მე და ჩემი მეუღლე", - ამბობდა ელენე იმჟამად.
რამდენიმე წელიწადში ელენეს მეორე შვილი შეეძინა, თუმცა ოჯახი მაინც დაინგრა.
"თბილისელებთან“ ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ დაშორებას ძალიან განიცდიდა, თუმცა მძიმე პერიოდი შვილებმა გადაატანინეს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
ელენე ფოჩხუა:"სამწუხაროდ, 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორ შვილს ვზრდიდით და ასე მოხდა - დავშორდით და მიზეზი ღალატია. ცოლად მოიყვანა, ხელი მოაწერეს და ერთად ცხოვრობენ. ადრეც გვქონდა ამის გამო კონფლიქტი, დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მერე მეხვეწა და შევრიგდით. თუმცა, ისევ იგივე განმეორდა და წამსვლელი უნდა წავიდეს. სამი თვე ძალიან განვიცდიდი, ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, თუმცა, მადლობა ღმერთს, გადავერთე, ვმუშაობ, საღამოობით რესტორანში ვმღერი, შვილები და მეგობრები გვერდში მიდგანან და ამან გადამატანინა, ეს რთული პერიოდი".
განაგრძეთ კითხვა