გარკვეული კვლევები მიუთითებს, რომ დაბადების სეზონი ბავშვის გარკვეულ თვისებებსა და ჩვევებზე ახდენს გავლენას. ვნახოთ, როგორი მიდრეკილებები ექნებათ გაზაფხულზე დაბადებულ ბავშვებს.
ისინი ოპტიმისტ ადამიანებად გაიზარდებიან
უნგრეთში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ გაზაფხულზე დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული პოზიტივისკენ არიან მიდრეკილები. ისინი არა მხოლოდ ოპტიმისტები არიან და ცხოვრებას ნათელ ფერებში აღიქვამენ, ასევე საკმაოდ მყარი ფსიქოლოგიური იმუნიტეტიც გააჩნიათ.
ადვილად იკავებენ მაღალ თანამდებობებს
ოცნებობთ, რომ თქვენმა შვილმა დიდ კომპანიას უხელმძღვანელოს? ჩინელი, სინგაპურელი და კანადელი მეცნიერების მტკიცებით, მარტსა და პრილში დაბადებული ადამიანები სხვებზე უფრო ხშირად ხელმძღვანელობენ მსხვილ კომპანიებს და საკვანძო თანამდედობებიც უკავიათ. ასე რომ, დიდი შანსია, ოჯახში მომავალი გენდირექტორი იზრდებოდეს.
მიდრეკილნი არიან ანორექსიისადმი
შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენი დაბადების სეზონი თქვენს კვებით ქცევაზეც ახდენს გავლენას. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ „გაზაფხულის ბავშვები“ 15%-ით უფრო ხშირად იტანჯებიან ანორექსიისგან. კვლევის ხელმძღვანელმა ლარიჰ ჰანდუნეტმა ეს მოვლენა ასე ახსნა: ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში ვითარდება ნეირონები, რომლებზეც დედის კვება იმდენად ცუდად მოქმედებს, რომ ფსიქლოგიურ და ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს. გაზაფხულზე ხომ ჩვენ ყველაზე ნაკლებ ცოცხალ ვიტამინებს მოვიხმართ“
თითქმის არასდროს აწუხებთ ალერგია
გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეპიგენეტიკური მარკერები, რომლებიც სეზონურ ალერგიის დონეს განსაზღვრავენ. აღმოჩნდა, რომ გაზაფხულზე დაბადებულ ბავშვებს ნაკლები ასეთი მარკერი და ალერგიის გამოვლინება აქვთ.
ისინი „ბუები“ არიან
თუ თქვენი „გაზაფხულის ბავშვი“ ხშირად გიწყობთ უძილო ღამეებს, ეს შეიძლება მისი დაბადების სეზონს უკავშირდებოდეს. ესპანელმა და იტალიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძილის ჩვევებსა და დაბადების სეზონს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. აღმოჩნდა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს ბიოლოგიური საათი ისე აქვთ „მოწყობილი“, რომ მათი დღე გაცილებით გვიან მთავრდებ, ვიდრე მათი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე დაბადებული თანატოლების.