დღეს, როცა უკრაინაში უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა, განსაკუთრებულად გამოიკვეთა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნება, რომელიც მედგრად და შეუპოვრად დგას რუსეთის იმპერიის აგრესიის წინააღმდეგ. მან ოჯახიც ქვეყანაში დატოვა და აპირებს, ბოლომდე იბრძოლოს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, უკრაინის ტერიტორიისთვის და პრინციპებისთვის.
დიდი ხანი არ არის, რაც ის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. უკრაინელი კომიკოსი, შოუმენი და კინომსახიობი ინჟინერი დედისა და პროფესორი მამის ოჯახში დაიბადა, 1978 წლის 25 იანვარს. უმაღლესი განათლება კრივოი-როგის ეკონომიკურ ინსტიტუტში მიიღო და სტუდენტობის დროსვე გახდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი, საიდანაც პირველად გაითქვა სახელი. შემდეგ უკვე საკუთარი იუმორისტული შოუ ჰქონდა თავადვე იყო მსახიობიც და რეჟისორიც. მაშინვე დააგროვა თავისი ქონების გარკვეული ნაწილი - ცოლთან ერთად, რომელიც ერთგულად დგას ქმრის გვერდით, ჯერ კიდევ სკოლიდან, სადაც დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი და შემდეგაც წლები მისი იუმორისტული გადაცემის სცენარისტი იყო.
ვოლოდიმირისა და მისი მეუღლის - ოლენას რომანი 8 წელი გრძელდებოდა. 2003 წელს დაქორწინდნენ. ორი შვილი შეეძინათ - ალექსანდრა და კირილი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს განსაკუთრებულად უყვარს საქართველო. მისი დიდი მეგობარია ბუბა კიკაბიძე.
AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი რატი აბზიანიძე ყვებოდა:
"სულ საქართველოში ჩამოდიოდა დასასვენებლად... გამორჩეულად უყვარს ყაზბეგი, გუდაური და ბათუმი... ქართული საჭმელები იმდენად მოსწონს, რომ უკრაინაშიც კი ქართულ რესტორნებში დადის. გამორჩეულად ხინკალი უყვარს. ამბობს, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, რამდენიმე კილოგრამით მეტი მივდივარ უკრაინაშიო... თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მისი მშობლებიც ყოველ წელს საქართველოს სტუმრობენ დასასვენებლად. უბრალო და არაჩვეულებრივი ადამიანები არიან".
"გამოდით ქუჩებში! ახლა წყდება არა მხოლოდ ჩემი, არამედ თქვენი ქვეყნის ბედიც!" - ცნობილი უკრაინელი პედიატრი რუს მშობლებს მიმართავს