როდის დაიწყება საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია - მშობლები

როდის დაიწყება საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია

2022-03-07 10:01:24+04:00
როგორც იცით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის თარიღები უკვე გამოქვეყნდა. ბევრმა მშობელმა იკითხა, როდის გავრცელდება საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

შეკითხვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ რეგისტრაცია, ტრადიციულად, ივნისში დაიწყება და ორი კვირით ადრე გამოქვეყნდება ზუსტი თარიღი და დეტალები. ჯერჯერობით, კონკრეტული თარიღი უცნობია.

თამარ იაკობაშვილი


altროდის იწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია - განათლების სამინისტრომ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა