1 წლისა და 10 თვის გაბრიელი სვანეთის მთებში სრიალებს - ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

1 წლისა და 10 თვის გაბრიელი სვანეთის მთებში სრიალებს - ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2022-03-07 16:44:27+04:00
ეს წლისა და 10 თვის გაბრიელ გულედანია, რომელიც დღეს პირველად შედგა თხილამურებზე და ასე დამაჯერებლად დაეშვა - რა თქმა უნდა, უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ და ქვემოთაც ელოდნენ. როგორც გაბრიელის დედა, სოფო ზურებიანი გვიამბობს, გაბრიელს ძალიან მოეწონა სრიალი და საერთოდ არ შეშინებია:

- კლასიკური სვანია, არაფრის ეშინია (იცინის). სიარული ადრე არ დაუწყია, თუმცა რაც დაიწყო, მას მერე არ ჩერდება. სხვათა შორის, ბაბუაჩემი და ჩემი მამიდები, საკმაოდ წარმატებული მოთხილამურეები იყვნენ და ალბათ, გენებმაც გავლენა მოახდინა. 

- გაგვაცანით გაბრიელის ოჯახი, როგორც ვიცი, ემიგრაციაში ცხოვრობთ...

- დიახ, რამდენიმე წელია ინგლისში ვცხოვრობთ. იქვე გაჩნდნენ ჩემი შვილები. რა თქმა უნდა, რთულია ემიგრანტობა, სულ გვენატრება აქაურობა. მადლობა უფალს, ვახერხებთ ჩამოსვლას პერიოდულად. ბავშვებს ძალიან უყვართ საქართველოში ყოფნა, უბედნიერესები არიან ახლობლებლის, ნათესავების გარემოცვაში. ახლაც რამდენიმე დღეს ვატარებთ ჩვენს მშობლიურ სვანეთში. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვართ, ვცდილობ ქართული სულით აღვზარდო, ჯერ ქართული და მერე - სხვა. მოსწონთ ქართული ცეკვა, სიმღერა, მეც ვუმღერი ხშირად. იქაც ჰყავთ ქართველი მეგობრები და დიდ დროს ატარებენ ქართულ გარემოში.
mshoblebi

- როგორც ვიცი, თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდან ხართ, ხოლო თქვენს ბებიას ათი შვილი ჰყავდა. ალბათ, თქვენ რა გეგმები გაქვთ?

- რა თქმა უნდა, მინდა და ვნახოთ, უფლის ნებაა.