მონიკა ბელუჩის ქალიშვილი, 16 წლის დევა კასელი, უკვე აღიარებული მოდელია. გოგონა რამდენიმე წელია აქტიურად ჩნდება მოდური ჟურნალების გარეკანებზე და გამუდმებით ფოტოსესიები აქვს. ოფიციალურად ის „დოლჩე და გაბანას“ სახეა, გარდა ამისა, სტაბილურად მონაწილეობს სხვა ბრენდების ჩვენებებში და ფოტოსესიებში. ამჯერად დევა ორი ცნობილი ჟურნალის გარეკანზე ერთდროულად გამოჩნდა - ფრანგული Madame-ისა და Elle-ის. გარდა ამისა, გოგონა სტაბილურად ხვდება მსოფლიო ვარსკვლავების ყველაზე ლამაზი შვილების რეიტინგში და ბოლო დროს, ძირითადად ლიდერობს მსგავს რეიტინგებს.