ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი 86 წლისაა. ერთ დროს ქალების გულთამპყრობელი და ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იყო. ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც სიბერე შემოეპარა, სულ უფრო მეტს ფიქრობს სიკვდილზე.
"სიბერე საშინელებაა! და ამას ვერაფერს ვუხერხებთ. ვკარგავთ სახეს და მხედველობას, ფეხზე ვდგებით და ვგრძნობთ, რომ კოჭი გვტკივა. საშინელი ტანჯვაა", - თქვა ერთხელ ფრანგმა მსახიობმა.
როგორც ახლა გახდა ცნობილი, მსახიობმა შვილს სთხოვა, ევთანაზიის პროცედურაში დაეხმაროს. სავარაუდოდ, მსგავსი ნაბიჯი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. ბოლო პერიოდში მსახიობი შვეიცარიაში ცხოვრობს და თითქმის მთელ დროს ჰოსპიტალში ატარებს.
2019 წელს ჰქონდა ორმაგი ინსულტი. მაშინ მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა ერთ წელიწადში ახალი დარტყმა მიიღო - ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით გარდაიცვალა მისი ყოფილი და ერთადერთი ცოლი ნატალი დელონი. წყვილი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა.
ნატალის გარდაცვალების შემდეგ მსახიობს მხოლოდ შვილებთან აქვს ურთიერთობა. ალენს ოთხი შვილი ჰყავს - ენტონი, ანუშკა, ალენ-ფაბიენი და კრისტიან აარონი. რამდენიმე წლის წინ მსახიობმა ანდერძიც დაწერა, რომ მისი შთამომავლებისთვის ჩხუბი და სკანდალები აერიდებინა თავიდან.
შესაძლოა, მაშინვე მიიღო ეს გადაწყვეტილება - ევთანაზიის მეშვეობით დაესრულებინა სიცოცხლე. თუმცა ამის საშუალება ყველგან არ არის. ევროპაში ეს მეთოდი შვეიცარიაში გამოიყენება და ამიტომაც დაფუძნდა ამ ქვეყანაში. ახლა გადაწყვეტილება მის უფროს ვაჟზეა, რომელიც უნდა დაეხმაროს დელონს ყველა პროცედურაში და გადაწყვეტილების მიღებაში.
"სიცოცხლესთან გამოსათხოვებლად ამ საშულებას ძალიან ლოგიკურად და ბუნებრივად მივიჩნევ, - ამბობს მსახიობი, - ასაკთან ერთად ჩვენ გვაქვს უფლება, წყნარად დავასრულოთ სიცოცხლე, საავადმყოფოებისა და ჩხვლეტების გარეშე".
ალენ დელონის რთული ბავშვობა, საყვარელი ქალები და შვილები, რომლებიც საოცრად ჰგვანან მამას