პატარა გოგონა საკუთარმა ძაღლმა დაკბინა და გარდაიცვალა - მეზობლები ძაღლის აგრესიით შეშფოთებულები იყვნენ - მშობლები

პატარა გოგონა საკუთარმა ძაღლმა დაკბინა და გარდაიცვალა - მეზობლები ძაღლის აგრესიით შეშფოთებულები იყვნენ

2022-03-24 07:41:24+04:00


პატარა ბელა-რეი ბირჩს სახშლი საკუთარი ძაღლი, პიტბული დაესხა თავს. მიყენებული დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ბრიტანეთში, მერსისაიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

17 თვის გოგონამ პირველი დაბადების დღე გასული წლის ოქტომბერში, მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად აღნიშნა. მაშინ მამამ შვილს დაუწერა: "გილოცავ პირველ დაბადების დღეს, ჩემო პატარა, დღეს უკვე დიდო პრინცესა!" რამდენიმე თვეში კი ბავშვი ტრაგიკულად გარდაიცვალა. როგორც პოლიციელები ამბობენ, ძაღლი სახლში შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე მიიყვანეს. პატარა გოგონა დაკბინა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
mshoblebi

მეზობლები იხსენებენ, რომ ბავშვის მშობლები სასოწარკვეთილი სთოხვდნენ ყველას დახმარებას, ვიდრე სასწრაფო დახმარება მივიდოდა. ექიმებმა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ძაღლი სახლიდან პოლიციამ წაიყვანა და ახლა მიმდინარეობს გამოძიება, ვინ იყო მისი პირველი პატრონი. მეზობლები ამბობენ, რომ ის აგრესიული იყო სხვების მიმართაც და შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ქუჩაში სხვა ბავშვებიც თამაშობდნენ და უსაფრთხოება არ იყო დაცული.
mshoblebi
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოჯახისთვის ფსიქოლოგიური დახმარება, რადგან მშობლები ძალიან განიცდიან. სასამართლო ასევე ძაღლის ზუსტი ჯიშის დადგენაზე მუშაობს. ახლა ოჯახი გოგონას დაკრძალვისთვის ფულს აგროვებს.
mshoblebi