ელენე, ლილე, გიორგი, დემეტრე... - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სახელები, რომლებსაც ბავშვებს არქმევენ - მშობლები

ელენე, ლილე, გიორგი, დემეტრე... - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სახელები, რომლებსაც ბავშვებს არქმევენ

2022-03-25 09:17:27+04:00
ბოლო დროს მშობლები იშვიათ და უცხო სახელებს შორის ირჩევენ მომავალი შვილის სახელს. დავინტერესდით, რომელ სახელებს არქმევენ ბოლო წლებში ბავშვებს ყველაზე ხშირად.
კონკრეტულად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელი სახელები დაარქვეს ყველაზე ხშირად როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემები ასეთია:

2020 წელს ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):

  • ელენე - 898
  • ლილე - 873
  • ბარბარე - 872
  • მარიამ - 836
  • მარიამი - 824
  • ნია - 729
  • მართა -678
  • ანასტასია -659
  • ევა - 566
  • ანა - 543

2020 წელს ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):

  • გიორგი - 1280
  • დემეტრე -1227
  • ალექსანდრე -1162
  • ანდრია - 1035
  • ლუკა - 933
  • თომა - 733
  • ნიკოლოზ -728
  • გაბრიელი - 695
  • იოანე - 654
  • სანდრო - 632

2021 წელს ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):

  • ელენე - 832
  • ლილე - 817
  • მარიამ - 752
  • მარიამი - 737
  • ბარბარე - 715
  • მართა - 685
  • ევა - 679
  • ნია - 657
  • ნიცა - 575
  • ნუცა - 550

2021 წელს ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):

  • გიორგი - 1256
  • ალექსანდრე - 1201
  • დემეტრე - 1071
  • ლუკა - 886
  • თომა - 826
  • ანდრია - 818
  • ნიკოლოზ - 712
  • იოანე - 679
  • ნოე - 658
  • სანდრო - 644


თუმცა დღესდღეობით, გასულ წლებში დარქმეული სახელების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტ გოგონას ნინო, ხოლო ყველაზე მეტ ბიჭს - გიორგი ჰქვია. ანუ ჩვენს ქვეყანაში მდედრობითი სქესის ყველაზე მეტ წარმომადგენელს, 116 769 ადამიანს ნინო, ხოლო 194 528 ადამიანს გიორგი ჰქვია.

თამარ იაკობაშვილი

აბდულა, ლათიფ, ბიძინა, ბერა, ლუკერია - იშვიათი სახელები საქართველოში, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში დაარქვეს ბავშვებს

altსანამ ბავშვის სახელს აირჩევთ, დაფიქრდით... - რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვისთვის სახელის დარქმევამდე